BitFury-მ თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი გახსნა
პოლიტიკა - 15:42, 16 Dec, 2015     1920

თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი გაიხსნა. ინოვაციური სისტემით აღჭურვილი ცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. დატა ცენტრი ცნობილმა კომპანია BitFury-მ გახსნა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის BitFury, შემოდის საქართველოში. მან უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია თანაინვესტირების ფონდის თანადგომით. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ძალიან იმედის მომცემი ჩვენთვის. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვისაც, რათა განახორციელონ ინვესტიციები,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომპანიამ BitFury პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება. პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში.

BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით თბილისის თავისუფალი ზომის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42