ისტორიული დანაშაული - კულტურის ყოფილ მინისტრს საყდრისის აფეთქებისთვის ნებართვის გაცემას აიძულებდნენ?!
პოზიცია - 16:29, 15 Dec, 2015     4433
ვინ დგას საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი საბადოს აფეთქების უკან, რომელიც თავის უნიკალურობას ჯერ კიდევ 2014 წლის 12 დეკემბრამდე ინარჩუნებდა.

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს 2002 წლიდან, აი, ამ არქეოლოგიურ ობიექტს იკვლევდა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, თუმცა დადასტურება იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო უძველესი სამთო ძეგლი, მოხდა გასული საუკუნის 80-იან წლებაში. არქეოლოგი გიორგი გოგოჭური ,,ნიუპოსთან“ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ 1987 წელს დაიწერა გეოლოგიური კვლევების ანგარიში სამთო გეოლოგის თეიმურაზ მუჯირის მიერ, სადაც ამ ძეგლის მნიშვნელობასა და ხასიათზეა საუბარი. თუმცა, მაშინ ეს ობიექტი დათარიღებული იქნა ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით, რაც შემდეგი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს სამთამადნო ძეგლი უფრო ადრეულია ვიდრე გეოლოგები ფიქრობდნენ.

დათარიღებას რაც შეეხება, ნახშირის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც მოხდა საყდრისის დათარიღება, აღებული იქნა პრეისტორიული მაღაროებიდან მიწის ზედაპირიდან 25– 35 მეტრის სიღრმიდან. აღმოჩნდა, რომ ოქროს მაღაროები იყო ძალიან ადრეული ხანის. ის თარიღდება ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით, ანუ 3 330 წლით. გვაქვს მთელი სერია თარიღებისა. ყველაზე ადრეული თარიღი გახლავთ ის, რომელიც უკვე გითხარით, ხოლო მოგვიანო ძვ. წ.აღ. 2490 წელი, ანუ 25-ე საუკუნე. აი, სადღაც ამ ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ხდება საბადოს ექსპლუატაცია ანუ ოქროს მადნის ამოღება.

შეფადება თუ არა საყდრისი-ყაჩაღიანის აფთქება, როგორც ქართული სახელმწიფოსა და მისი ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ვის კორუფციულ ინტეერსებს შეეწირა ეს უნიკალური ოქროს საბადო. პოლიტიკოსები ამ ფაქტის უკან ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეც საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საყდრისი-ყაჩაღიანზე მომხდარ კანონდარღვევებთან ერთად, პროკურატურისგან კულტურის ყოფილ მინისტრზე გურამ ოდიშარიაზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის მტკიცებით, კულტურის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის ორ წევრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გურამ ოდიშარიამ მისი მისამართით განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

საყდრისის კომიტეტის წევრების მტკიცებით, კულტურის ყოფილმა მინისტრმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ საყდრისის საკითხის მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტერი ქუმსიშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი მოითხოვდნენ.

როგორც ნინო ბურჭულაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, გურამ ოდიშარიასთან საუბრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს და ისინი მზად არიან, საგამოძიებო ორგანოს ეს მტკიცებულებები გადასცენ. ბურჭულაძე ამ ეტაპზე არ ასახელებს თუ რა მტკიცებულებები გააჩნია.

„ჩვენთან საუბრისას ოდიშარია აცხადებდა, რომ სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო. განსაკუთრებით აქტიურობდა ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც მისი თქმით, კულტურის სამინისტროში იყო ე.წ. ოდეერი, ის მოუწოდებდა მინისტრს, რომ მოეწერა ხელი. გარდა ამისა, მან დაასახელა დიმიტრი ქუმსიშვილი, თუმცა გუშინაც ვთქვი, და დღესაც ვაცხადებ, რომ ზეწოლის ფორმაში მაინცდამაინც ხელზე ბორკილების დადება არ იგულისხმება" - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ეჭვობს, რომ ოდიშარიას მინისტრის სავარძელი საყდრისის აღების ნებართვის გაუცემლობა გახდა.

„როგორც ჩვენთან საუბარში ბატონმა გურამმა განაცხადა, ის ზეწოლის შესახებ მედიით აპირებდა განცხადების გაკეთებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ეს არ გააკეთა, საჭიროდ ჩავთვალეთ საზოგადოებას სცოდნოდა ამ თემის შესახებ“ - აღნიშნა მან.

„ნიუპოსტი“ კულტურის ყოფილი მინისტრის კომენტარითაც დაინტერესდა, თუმცა გურამ ოდიშარია ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ყოფილი მინისტრი საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ზეწოლაზე არ უსაუბრია.

საყდრისზე კომპანიისთვის სამუშაოების ნებართვის გაცემის მიზნით მაღალი თანამდებობის პირებზე განხორციელებულ ზეწოლას ადასტურებს ოდიშარიას ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი.

"ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა. თუნდაც სხვა სამინისტროებიდან იქნებოდა, მინისტრთა კაბინეტიდან თუ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან და კანცელარიიდან. ქუმსიშვილი და მარგიშვილი მაშინ მოადგილეები იყვნენ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზეც იყო ეს ზეწოლა. მოთხოვნა იყო, მოდიოდა ზემოდან, რომ საყდრისი არ ყოფილიყო შემაფერხებელი გრემოება კერძო ინვესტორის მუშაობისთვის" - ამბობს მარინე მიზანდარი.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას, ის საყდრისის დამცველთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზეწოლასთან დაკავშირდებით „აბსურდის თეატრს“ უწოდებს.

„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. კატეგორიულად უარვყოფ ამას. შეხვედრები იყო ჩვეულებრივ კოლეგიალურ დონეზე ბევრი ხალხის თანდასწრებით, როდესაც მიდიოდა მსჯელობა. საუბარი იყო კანონმდებლობის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე. მაშინ მე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი და არც კი წარმომიდგენია, რომ არ მოგატყუოთ, მინისტრის მოადგილემ როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა სხვა სამინისტროს მინისტრზე. აბსურდის თეატრია“ - განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

სკანდალს გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ „ნიუპოსტთან“ საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

გოგუაძე ამბობს, რომ საყდრისის აფეთქება ხელისუფლების დანაშაულია.

„ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, ეს იყო ძალადობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს იყო ძალადობა საკუთარ ისტორიაზე და საკუთარ კულტურაზე“ - აღნიშნა დეპუტატმა.

,,საყდრისის საკითხის გამოსაძიებლად ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” პარლამენტში მოვითხოვეთ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენი მოთხოვნა პარლამენტის უმრავლესობამ ჯერ მიზანშეწონილად ცნო, მაგრამ შემდეგ აღარ აღასრულა თავისივე გადაწყვეტილება და საყდრისის განადგურების კანონიერება დღემდე გაურკვეველი რჩება. გასული წლის 12 დეკემბერს ქვეყნის ხელისუფლებამ საზოგადოების მეცნიერულად არგუმენტირებულ მოთხოვნას დაუპირისპირა დამაჯერებელობას მოკლებული, ნაჩქარევი დასკვნები და უხეში ძალმომრეობა.

ჩვენ, ,,თავისუფალ დემოკრატებს”, მიგვაჩნია, რომ ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეულად ვერ შეიყვანს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ასე ექცევა თავის კულტურულ მემკვიდრეობას და საზოგადოებას. დემოკრატიას ვერ დაამკვიდრებს საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს თავის კონსტიტუციურ მოვალეობაზე, გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს ეს საშინელი დანაშაული და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს დანაშაული შეუკვეთა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და ვინც არ დაუშვა ამ დანაშაულის გამოძიება“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

რაც შეეხება კულტურის მაშინდელ მინისტრზე განხორციელებულ ზეწოლას, პარლამენტარი ამაში დარწმუნებულია.

„იყო ზეწოლა და იყო პირდაპირი შეკვეთა, რომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსი მოეხსნათ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია“- აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთ ლიდერს გურამ ჩახვაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე, მის ზურგს უკან. ყურად არ იღო არც ადგილობრივი, არც უცხოელი პროფესიონალების აზრი. ჩახვაძე ხელისუფლების ქმედებას ვანდალებსა და თალიბებს ადარებს.

"ხელისუფლებას დაავიწყდა ევროპული კონვენციების მოთხოვნები. შედეგად ეროვნული კულტურა კომერციულ ინტერესებში გაიცვალა.

ადგილებზე მუზეუმების (in situ) შექმნითა და ფუნქციონირებით, ისტორიული არტეფაქტების მემორიალიზაციით, დღეს თანამედროვე სახელმწიფოები, საკუთარი მატერიალური მემკვიდრეობის დაცვაზე და არა ნგრევაზე არიან ორინეტირებულნი. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ, ტაივანში ”ჟინგუაშის ოქროს ეკოლოგიური პარკი” (Jinguashi Gold Ecological Park), რომელიც ყოფილი ოქროს მაღაროს ადგილზე შეიქმნა და ტურიზმის ობიექტის დანიშნულება აქვს.

თანამედროვე სახელმწიფოები კუტურულ მემკვიდრეობაში ინვესტიციების ჩადებით, არა მარტო იცავენ ისტორიულ მემკვიდრეობას, არამედ ქმნიან სამუშაო ადგილებს და კუტურული მემკვიდრეობას ეკონომიკის განვითარების ფაქტორად აქცევენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ სამრეწველო მემკვიდრეობის (საყდრისის უნიკალურობა ამ კუთხითაც გამორჩეულია) დაცვის თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება თავისი ქმედებით ვანდალებს და თალიბებს ემსგავსება. ფაქტია, დამოუკიდებელ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში ხელისუფლება საზოგადოების საპირისპირო მხარეს დადგა," - აცხადებს გურამ ჩახვაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

„ჩადენილია რამდენიმე სახის დანაშაული. პირველი - კულტურული ძეგლის აფეთქება, იკვეთება სუფთა კორუფციული დანაშაული, ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების გარეშე საყდრისს ასე მოკლე დროში ვერავინ ააფეთქებდა“- აღნიშნა სერგო რატიანმა.

საყდრისი-ყაჩაღიანში მომხდარი აფეთქებისას სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია ყველა იმ მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ვინც კულტურული ობიექტი ააფეთქა.

საია-ს დასკვნით, ერთი წლის წინ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დრომდე არავინ დასჯილა.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42