23 წლის მწვრთნელი, რომელმაც სტადიონი ნაგავსაყრელზე ააშენა და ქართულ ფეხბურთს უანგაროდ ემსახურება
სპორტი - 15:39, 15 Dec, 2015     8584

თბილისში სტადიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ბევრი საუბრობს. აღნიშნულ საკითხზე გაზეთი „ლელო“ ხშირად წერს. გამოცემის ინფორმაციით, გასხვისებული თუ გასაყიდად გამზადებული სტადიონების რაოდენობამ კატასტროფულ რაოდენობას მიაღწია.

ამჯერად, თემა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ წამოწია და შემორჩენილი სტადიონების აღრიცხვა და მათი ხელშეუხებლობის გარანტია მოითხოვა. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში თბილისში 20-ზე მეტი სტადიონი და საფეხბურთო სკოლის ტერიტორია ლამის ყველა უბანში განადგურდა ან გასხვისდა. ამას გარდა, უკვე გაყიდულია ან დასანგრევადაა გამზადებული საფეხბურთო ცენტრები დიდუბეში, მუხიანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, ლოტკინზე, დიღმის მასივში, საავიაციო ქარხნისა და ეგრეთ წოდებულ "ზეემკას"დასახლებაში. მოკლედ, თბილისში უბანი არ დარჩა,სადაც მშენებლობებს მცირე ზომის მოედანი მაინც არ შეეწირა. ასეთი კატასტროფული ტენდეცია ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამ ყველაფრის ფონზე „ლელო“ გვიყვება ქართველ ახალგაზრდაზე, რომელიც საფეხბურთო სკოლა " გრანდის" ხელმძღვანელია.

საფეხბურთო სკოლა " გრანდი" თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტია. მისი გუნდი გამოდიოდა ასაკობრივ ტურნირებსა და საქართველოს "ფუტსალის" ჩემპიონატში."გრანდს" 23 წლის გიორგი გოგიჩაშვილი ხელმძღვანელობს. ის სკოლის დაარსების საინტერესო ისტორიაზე ჰყვება.

"სახალხოდ გამოჩენა და ინტერვიუების მიცემა არასოდეს მდომებია. მაგრამ სტადიონების თემაზე მამუკა კვარაცხელიას მიერ მოწყობილი პრესკონფერაციის შემდეგ,სურვილი გამიჩნდა,რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და იქნებ დაგვეხმაროს. ვარკეთილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია და შესაბამისად, აქ ფეხბურთელების აღმოჩენის დიდი შანსიც არის. მაგრამ ამხელა რაიონში ერთი ნორმალური სტადიონი არ იყო.იმის მაგივრად, რომ ახალი სპორტული ობიექტები ავაშენოთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, პირიქით , რაც არის იმასაც ვანგრევთ - ამბობს გოგიჩაშვილი.

მისი თქმით ამ პრობლემას საკუთარი სახსრებით შეეჭიდა.

"ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, ეგრეთ წოდებულ " ჩინელების დასახლებაში" ადრე სტადიონი იყო.მაგრამ მერე გადაუარეს, გააპარტახეს და ნაგავსაყრელადაც იყენებდნენ. კიდევ კარგი თბილისის ცენტრალური ნაგავსაყრელი ქალაქგარეთ გაიტანეს და ტერიტორია გათავისუფლდა. ვფიქრობდი, იმხელა ფართია თავის ტრიბუნებიანად რამდენიმე, სტანდარტული მოედანი ჩაიდგმება-მეთქი. თბილისის მერიაში ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მის ბალანსზე იყო. სტადიონის მოწყობაზე თანხმობა მივიღეთ და საქმეს შევუდექით. დიდი ფული არ გვქონდა, სამაგიეროდ გვქონდა დიდი სურვილი. მოვინდომეთ, მოვიყვანეთ ტრაქტორები, მიწა დავყარეთ მოვასწორეთ... კიდევ ათასი რამ გავაკეთეთ და სტადიონად გადავაკეთეთ. ეს ყველაფერი ჩემი სახსრებით გავაკეთე, თავადვე ვმუშაობდი "ლაფატკითა" და თოხით, თანაც-ყოველდღე. მერე მანქანების დასაყენებლად იყენებდნენ და ქვებით შემოვღობე, დროშები დავკიდე და აქაურობა ფეხბურთისთვის გავაცოცხლეთ "ახლა ამ ენთუზიასტი კაცის ინიციატივით მოწყობილ სტადიონზე მის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო სკოლის ბავშვები ვარჯიშობენ. მანამდე აქ ფეხბურთს არავინ თამაშობდა. ახლა კი ყოველდღე ამ სტადიონზე ვარჯიშობენ და თამაშობენ ჩემ მიერ დაფუძნებული საფეხბურთო სკოლა " გრანდის" ასაკობრივი გუნდები, პლუს, სხვა გუნდებსაც ვუშვებ ხოლმე და უბანიც ერთობა. მოედანი სულ დატვირთულია და სავსეა ხალხით. იმდენი მოვახერხეთ რომ ტურნირებისა და თამაშების ჩატარების უფლებაც დაგვრთეს,20დეკემბერს 4-წელი შესრულდება რაც ეს სკოლა ყოველგვარი დახმარებისა და თანდგომის გარეშე მარტომ ჩამოვაყალიბე. მაშინ 19-წლის ვიყავი.ახლახან ვკითხულობდი, რომ ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო სკოლაში სულ 200 ბავშვი ვარჯიშობდა. ამ დროს, ჩვენს უფულო სკოლაში უკვე 100-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ხალხი ისეთი კმაყოფილია, მოდიან და მადლობას მიხდიან. ამაზე მეტი ბედნიერება წარმოუდგენელია. ბავშები მხოლოდ 30 ლარს იხდიან და თავადაც იცით, რომ ეს თბილისში ყველაზე დაბალი გადასახადია. ამით ვყიდულობთ ბურთებს, ფორმებს, სტადიონის მოვლას ვახმართ და თამაშებზე დავდივართ", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაშვილს სტადიონის ტერიტორიაზე სტანდარტული მოედნის მოწყობაც სურს.

"აქ იმხელა ტერიტორიაა, კარგი საფეხბურთო კომპლექსის აშენებაც შესაძლებელია. სამი სტანდარტული სტადიონისა და ტრიბუნების ჩასადგემლად. გასახდელებისა და სხვა საჭირო სათავსოების მოსაწყობად ადგილი საკმარისია. რეალურია, რომ მცირე დანახარჯების შედეგად აქ მეორე ლიგის თამაშები მაინც ჩატარდეს და თბილსს ერთი ძლიერი საფეხბურთო ცენტრი შეემატოს. სხვათა შორის, ნიადაგიც, ნოყიერია და ბალახი თვისით ამოდის. გაჩერებას არ ვაპირებ და მსურს, ადრე თუ გვიან აქ კარგი სტადიონი ავაშენო მოედნის სტანდარტამდე გადიდებას სამომავლოდ ვგეგმავ, მაგრამ დახმარების გარეშე ვეღარაფერს გავხდები,ეს ყვეალფერი კი დიდი ხარჯს უკავშირდება. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს სტადიონი ჩემი იყოს,ვისაც უნდა, გააკეთოს, ამ უბანს ხომ კეთილმოწყობილი საფეხბურთო ცენტრი ჰაერივით ესაჭიროება. მე აღარც ძალა მყოფნის და რაც მთავარია არც ფინანსები. ამიტომ მოედანი ისეთ ზომაზე მოვაწყე გუნდებმა 9X9-ზე მაინც რომ ითამაშონ ნეტაც იმდენი ფული მქონდეს არავის არაფერს ვთხოვდი, მაგრამ 23 წლის ვარ და მუშაობით უკვე წელში გავწყდი. იქნებ ჩვენი რაიონის გამგეობა, ფეხბურთის ფედერაცია ან ვინემ დაინტერესდეს. თუ ვინმე დამეხმარება,ვარკეთილის მოსახლეობა მადლიერი დარჩება და ქართული ფეხბურთისთვისაც დიდი საქმე გაკეთდება. დღემდე არავინ დაინტერებულა და ისეთიც ვერავინ ვნახე, ფული რომ ჩადოს... წლების წინათ, გელზენკინხში შახტები დახურეს. ტერიტორია გერმანელებმა მათთვის დამახასიათებელი გემოვნებით აითვისეს და ულამაზესი პარკი მოაწყვეს. რაღა შორს წავიდეთ,გლდანის სკოლა-ინტერნატის სტადიონი 80-იანი წლების შემდეგ უფუნქციოდ იყო ქცეული .მაგრამ თბილისის "ამერის" ხელმძღვანელობამ სტადიონი იჯარით აიღო, მოაწყვო და გლდანში როგორი საფეხბურთო ბუმიც დაიწყო, კარგად გემახსოვრებათ -"ამერის"თამაშებისას ტრიბუნაზე ტევა არ იყო.... ვიღაც იტყვის - რა უნდა 1000-ადგილიანი ტრიბუნის შევსებასო? მაგრამ, აბა წუთით წარმოიდგინეთ, ყველა უბანში ასეთი გუნდი და დასწრება რომ იყოს დავფიქრდეთ ამაზე...”, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42