ცეცხლოვანი, 2016 მაიმუნის წელიწადი, ბევრი ადამიანსითვის, ერთგვარი კარმული გამოცდების ჩაბარების წელი იქნება. ის საკმაოდ არაერთგვაროვანი მოვლენების წინაშე დაგვაყენებს და მოითხოვს ჩვენგან, მეტ ყურადღებას და გონების კონცენტრაციას, ასევე გარემოებებზე რეალურად დაკვირვებას და სწრაფად და გააზრებულად მოქმედებას.
მოსალოდნელია როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური მოვლენები. 2016 წელი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ცოტა რთულია. მოსალოდნელია, მთელი რიგი დაპირისპირებები, სავალუტო კურსის ხშირი ცვლილება, საკადრო ცვლილებები მაღალ ეშელონებში და ახალი, ეგრეთ წოდებული მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელიც დისონანს შეიტანს არსებულ პარტიულ წრეებში.
მაიმუნის წელიწადი თავისი არასტაბილურობით, ნამდვილად გამორჩეული იქნება. მთელ რიგ ქვეყნებში, მოსალოდნელია მასობრივი მანიფესტაციები, გამოსვლები და არეულობები. გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რაც სოციალურ მღელვარებას, ნამდვილად გამოიწვევს. წელს მოსალოდნელია საშუალო ბიზნესის განვითარება. საქართველოში, ეკონომიკური რეფორმების ფონზე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და შემოსავალიც სტაბილური გახდება. დაიწყება ძვრები ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს მომავალ წლებში უფრო მეტად თვალშისაცემი გახდება.
ეს წელიწადი ხელს უწყობს ახალი საქმეების წამოწყებას, მოსალოდნელია სასიამოვნო შემოთავაზებები და ადამიანების ცხოვრება მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია კარგად დააკვირდეთ რას გთავაზობთ გარემოებები, ბერვი არ იფიქროთ, კარგად გააანალიზოთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები და აუღელვებლად გადადგათ წინ ნაბიჯები. აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენამდე მოსული ინფორმაცია და ნუ ენდობით ბრმად უცხო ადამიანებს. მაიმუნის წელიწადში, აჩქარება და გაუაზრებელი ნაბიჯები, მხოლოდ წაგებას მოგიტანთ. ეს ეხება როგორც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში მოღვაწე თანამდებობის პირებსაც.
2016 წელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დიდ როლს ითამაშებენ საზოგადოებრივ სფეროზე. ხალხის მასებში გარკვეულნდობას მოიპოვებენ. მთავარია, არ დაამახინჯონ ფაქტები და მოვლენები, რაც ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში ხდება და ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ასე რომ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ნდობა მოიპოვონ რათა შემდგომ რაიმე გართულების შემთხვევაში საზოგადოება მათ გვერდით დადგეს.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, 2016 წელს, მოსალოდნელია მთელ ირიგი კატაკლიზმები. თუმცა, საქართველო და ზოგადად კავკასია, ამ მხრივ შედარებით დაცულია. პატარ-პატარა, ეკოლოგიური სირთულეები დროდადრო იჩენს თავს, მაგრამ ეს მასშტაბური ხასიათის არ იქნება და რაიმე სერიოზული საფრთხე, ნამდვილად არ გვემუქრება.
ზოგადად, მაიმუნის წელიწადი, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად დაძაბული იქნება. ამ სფეროში პასუხისმგებელ ადამიანებს, მისი მშვიდად გავლა გაუჭირდება. მართალია, ეცდებიან კრიზისის დაძლევის გზების მოძიებას, მაგრამ ეს რთული იქნება, რასაც შესაძლოა ხშირი საკადრო ცვლილებები მოჰყვეს. ამას მოჰყვება საზოგადოების მხრიდან კრიტიკა, პროტესტი და დაპირისპირება. ამიტომ, წელს იმ ადამიანებს ვინც ხელმძღვანელ პოსტებზე არიან, მოუწევთ ბევრი მუშაობა, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის შესრულება და ისეთი დაპირებების გაცემა, როსო შესრულებაც, ნამდვილად შეუძლიათ. წელს, ხალხი ტყუილს აღარ მოითმენს და ეცდება საკუთარი ძალებით, ნებისმიერი ფორმით და სახლით სიმართლის ძიებას.
ეს, ერთგვარი კარმული ვალების გადახდის, ძალაუფელბის დემონსტრირება-გამოცდის და პასუხისმგებლობის შესრულების წელიწადია. როცა შენიღბვა და ტყუილი, დამღუპველი აღმოჩნდება და ბევრი ადამიანის უკანონო და ფარისევლური ქმედება სააშკარაოზე გამოვა.
მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის გარდამტეხი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძვრებია მოსალოდნელი. ბევრი რამ გამოიკვეთება, უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს. ეს კი, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი აღმოჩნდება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.
მასალის გამოყენების პირობები






