ამის შესახებ ობამამ პენტაგონში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
„ამა წლის შემოდგომაზე, ჯერ კიდევ ხნით ადრე პარიზისა და სან-ბერნარდინოს ტერაქტებისა, „დაეშის“(ისლამური სახემწიფო) წინააღმდეგ ზომების გაძლიერების ბრძანება გავეცი. ბრძოლა რთულად მიმდინარეობს, რადგან ისლამისტები დასახლებულ პუნქტებში, მშვიდობიან მოქალაქეებში იმალებიან და დაუცველ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ფარებად იყენებენ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„აქედან გამომდინარე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იერიშებისას, ქირურგიული სიზუსტით უნდა ვიმოქმედოთ“ - დასძინა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო - ლიკვიდირებულ იქნა ისლამისტების რამდენიმე ლიდერი, ასევე განადგურდა სანავთობო ობიექტები, რომლებიც ჯიჰადისტების მთავარ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






