ახლოვდება ახალი წელი და სამზადისი ცეცხლოვანი მაიმუნის წლის შესახვედრად. არსებული რესტორნები კი არაფერს იშურებენ, რომ ეს დღე მათი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იყოს. რადგან ძალიან ბევრი რესტორანია ჩვენს ქალაქში, წარმოუდგენელია სრულად შემოგთავაზოთ მათ საახალწლო შოუ-პროგრამებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია. ამიტომ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ და საერთო ფონზე აუცილებლად შეგექმნებათ ზოგადი წარმოდგენა, თუ რა ღირს ახალი წელი დედაქალაქში არსებულ რესტორნებში.
რესტორანი „თავადური“- 2016 წლის შესახვედრად სტუმრებს მრავალფეროვან შოუ-პროგრამას ჰპირდება. გაიმართება გათამაშება, პრიზები და სიურპრიზები. უგემრიელესი ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა. რაც შეეხება მომღერლებს, თქვენთვის იმღერებენ: თემურ თათარაშვილი, მიშა სულუხია, ძმები გულაშვილები, ილია მენაბდე, ქეთი ინწკირველი, თავადურის „ტრიო“. საღამოს წამყვანები იქნებიან ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი. ახალი წლის ღამე კი ერთ სტუმარს 250 ლარი დაუჯდება.
რესტორანი „თეთრი სახლი“ – ახალი წლის ღამეს, სტუმრებს მრავალფეროვან, სახალისო, დახვეწილ, მხიარულ, სიურპრიზებით სავსე პროგრამას და გემრიელ მენიუს თავაზობს. პროგრამას გაუძღვებიან მსახიობები გვანცა გიორგობიანი და გიორგი გასვიანი. მოეწყობა ბრაზილიური კარნავალი. თქვენთვის იმღერებენ: ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლევან ლაზარიშვილი და ნინო ღავთაძე. ჩატარდება გათამაშება და ყველაზე იღბლიანი სტუმარი თურქეთში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ორკაციან საგზურს მიიღებს. დანარჩენ სტუმრებს კი ექნებათ საშუალება ძვირფასი სამკაულები მოიგონ. რაც შეეხება ფასს, რესტორნის პირველ სართულზე 140 ლარი, ხოლო მეორე სართულზე 120 ლარი.
რესტორანი „სენატი“ - ახალი წელის ღამეს გეპატიჟებათ სრულიად განსხვავებულ-ექსკლუზიურ პროგრამაზე! თქვენს განწყობაზე იზრუნებენ: აფრო ლათინური ბენდი,
მოცეკვავეები ნიგერიიდან და ქეთი ფარესაშივილი, ანსამბლი "მეტეხი", ქართული ნაციონალური ცეკვები. საღამოს წამყვანები არიან ნიკოლო ესაკია და თაკო აბაშიძე. რაც შეეხება მენიუს ღირებულებას: ზამთრის ვერანდა - 150 ლარი; ევროპული დარბაზი -170 ლარი,
დიდი დარბაზი - 100 ლარი.
რესტორანი „ქართული სახლი“ - ახალი წლის ღამეს გიმასპონძლებთ მრავალფეროვანი ქართული ნაციონალური კერძების ასორტიმენტით. ახალი წელი „ქართულ სახლში“ ერთ კაცზე დაგიჯდებათ 300 ლარი, სტუმართა მინიმალური რაოდენოდა კი იწყენა 4 კაციდან. პროგრამის დასაწყისი 31 დეკემბერს 23:00-ზე, რომელიც გაგრძელდება დილის 5 საათამდე. თქვენთვის იმღერებენ: ელენე ფოჩხუა, გიორგი ნადიბაიძე, გიორგი მეფისაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ანსამბლი „ალილო.“ პროგრამას გაუძღვება ოთარ ტატიშვილი. ახალი წლის ღამეს გაიმართება გათამაშება, სადაც გათამაშდება პრიზები.
რესტორანი „წისქვილი“ - ახალი წლის ღამეს გეპატიჟებათ კარგი განწყობის შესაქმნელად და სრულყოფილი ქართული მენიუს დასაგემოვნებლად. დასაწყისი 23:00. ფასი 300 ლარი. სტუმართა მინიმალური რაოდენობა 5 კაციდან. ახალი წლის ღამეს თქვენთვის იმღერებენ: სალომე ბაკურაძე, ნინი შერმადინი, მერაბ სეფაშვილი, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ჯგუფი სტუმრები. წამყვანი დუტა სხირტლაძე. გათამაშდება პრიზები, მათ შორის ორ კაციანი საგზური ბუდაპეშტში.
რესტორანი „კრუიზი“- ახალი წლის შესახვედრად გეპატიჟებათ 23:00-დან. მაგიდა მინიმუმ 5 სტუმარზე უნდა იყოს დაკვეთლი. მენიუ მრავალფეროვანი. რაც შეეხება პროგრამას, წარმოდგენილი იქნება ქართული და ევროპული ცეკვები, თქვენთვის იმღერებენ ანრი ჯოხაძე, სოფო გელოვანი, ხვიჩა მაღლაკელიძე. გაიმართება სხვადასხვა გათამაშებები. გათამაშდება პრიზები. რაც შეეხება საღამოზე დასწრების ფასს, ერთი სტუმარი 150 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






