„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი კლასში მაშინ მოხდა, როდესაც მასწავლებელი იქ მარტო იმყოფებოდა. საკანცელარიო დანითა და მაკრატლით შეიარაღებული მამაკაცი კი ოთახში ყვირილით შევარდა და მასწავლებელი დაჭრა.
„ეს "დაეშისთვის" („ისლამური სახელმწიფოს") , ეს გაფრთხილებაა“ - სკანდირებდა დამნაშავე.
თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. პოლიციელები მას ამ წუთებში ეძებენ.
„ბიბისის“ ცნობით, მასწავლებლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






