"ინფო 9"-ის ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ თავის დროზე კომპანია სრულიად უმიზეზოდ დახურეს და იგი ისევე უნდა ამოქმედდეს, როგორც არჩევნების წინაპერიოდში მუშაობდა, როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ბიურო ჰქონდა გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ "ინფო 9", რომელსაც ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი ედგა სათავეში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებდა, თბილისში კი წინასაარჩევნოდ მისი ბიუროები რამდენიმე ათეულს აღემატებოდა. თითო ბიუროს მაღალი გამავლობის ავტომანქანა ჰქონდა და მძღოლი ემსახურებოდა, რომელსაც პლუს ჟურნალისტი და ოპერატორი შეადგენდა ერთ ბიუროს.
"ინფო 9" 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაიხურა. მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დასახელდა. თანამშრომელთა ნაწილი სამუშაოდ "მეცხრე არხზე" გადაიყვანეს, მეორე ნაწილი კი დღემდე უმუშევარია.
მასალის გამოყენების პირობები






