ამ საკითხით, დღეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა უნივერსიტეტის რექტორთან ერთად შეხვედრა განათლების მინიტრთან გამართეს.
,,ჩვენ განვიხილეთ პრობლემები და მათ შორის, რა თქმა უნდა, აგრარული უნივერსიტეტის საკითხიც, ,,ტემპუსის" პროგრამის კუთხით, რომლითაც საქართველოც სარგებლობს, ეძლევა საშუალება, რომ რამდენიმე უნივერსიტეტმა, მათ შორის აგრარულმაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.
,,ჩვენ ვმონაწილეობთ 8 საერთაშორისო პროექტში და ვთხოვეთ სამინისტროს, ვთხოვეთ ელჩებს დახმარება, რათა ჩამორთმეული ავტორიზაციის გამო, არ მოხდეს ჩვენი ამორიცხვა აღნიშნული 8 საერთაშორისო პროექტიდან", - განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ
მასალის გამოყენების პირობები






