რუსული მხარის ცნობით, ანატოლი ზემლიანკა "დაეშს" ("ისლამური სახელმწიფოს") წარმოადგენს.
რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება ""დაეშმა" რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი მაგომედ ხასიევის სიკვდილის დასჯის ვიდეორგოლი რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. როგორც ისლამისტები ირწმუნებიან, კადრებზე რუსი ჯაშუშია ასახული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ჯიჰადისტების თქმით, ნარინჯისფერ კომბინიზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად მეტყველებს და ვლადიმერ პუტინს ემუქრება.
„ვიცით თვქენი სისხლიანი ისტორია ავღანეთსა და ჩეჩნეთში. ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენთან შეხვედრას. რუსეთი უსაფრთხოდ არ იქნება. ჩვენ დავხოცავთ თქვენს ყველა ბავშვს, აქ მოკლული ყველა ბავშვის გამო“ - აცხადებს ჯიჰადისტი
რუსული მხარის განმარტებით, 28 წლის ანატოლი ზემლიანკა ტიუმენის ოლქის ქალაქ ნოიაბრსკის მკვიდრია.

მასალის გამოყენების პირობები






