თბილისის ჩართულობა ალიანსში ძირს უთხრის კავკასიის რეგიონის სტაბილურობას - რუსეთის საგარეო უწყება
მსოფლიო - 10:44, 10 Dec, 2015     1739
ჟენევის მოლაპარაკებებს მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყება შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.

„8-9 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეები ესწრებოდნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო ისევ უარზეა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი გააფორმოს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მზადყოფნა დაადასტურეს, რომ მომზადდეს ასეთი დოკუმენტები, თუმცა ქართულმა მხარემ, კვლავ დაბლოკა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა"– აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე დაფიქსირდა რუსეთის შეშფოთება საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშრებითაც.

"თბილისის დაჩქარებული ჩართულობა ალიანსში, ძირს უთხრის მრავალმხრივ მცდელობებს კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისთვის, მათ შორის ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც" – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

განცხადების თანახმად, ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, ჯარმრთელობის საკითხები. ასევე საფუძვლიანად იქნა განხილული გალის რაიონის სკოლების საკითხი.

„შეხვედრის ბოლოს ქართული მხარის მცდელობა დაიბლოკა, ესაუბრათ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზეც. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციები ვადაზე ადრე დაასრულეს" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42