ლანსოლი - გულძმარვის სამკურნალო თანამედროვე, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი
ჯანმრთელობა - 09:36, 10 Dec, 2015     31217

როგორ ვუმკურნალოთ გულძმარვას და რა არის ის თანამედროვე მედიკამენტი, რომელსაც გვთავაზობენ მედიკოსები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. მათ შორის წამყვანი როლი უჭირავს გასტრიტს, კუჭის წყლულოვან დაავადებას და რეფლუქს ეზოფაგიტს.

სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ დაავადებებს ახასიათებს არის გულძმარვა - „წვის“ შეგრძნება კუჭის არეში - იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიგნალი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

გულძმარვის მიზეზი კუჭში მარილმჟავას ჭარბად წარმოქმნაა.

გულძმარვა პაციენტს აღენიშნება როგორც დღისით, ასევე ღამით, განსაკუთრებით ძლიერდება ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებისას და ხშირად უძილობის ერთ-ერთი მიზეზიცაა.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

ყველა ზემოთაღნიშნულ დაავადებებს აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი - მარილმჟავას ჭარბად გამოყოფა, რაც პაციენტების 80 % ის მიერ აღიქმება, როგორც გულძმარვა და წვის შეგრძნება კუჭის არეში. ამ პრობლემის მოსახსნელად მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და ეფექტურია „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“, რომელთა წარმომადგენელია ლანსოლი.

ლანსოლი - თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოგიხსნით გულძმარვას.

რაც ყველაზე ხელსაყრელია - ლანსოლი მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჯგუფს.

როგორ მოქმედებს ლანსოლი?

წარმოიდგინეთ რომ თქვენი კუჭის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია მრავალი პატარა „მილაკებით“, რომელთა მეშვეობით კუჭში გამოიყოფა მარილმჟავა. ჭარბად გამოყოფილი მარილმჟავა აზიანებს კუჭის კედელს, ხელს უწყობს კუჭის შიგთავსის გადასროლას უკან საყლაპავში და ასევე მის დაზიანებას მჟავის მიერ.

ლანსოლი მოქმედებს სწორედ ე.წ. „მილაკებზე“ და აბლოკირებს ჭარბი მარილმჟავას გამოყოფას.

შედეგად მცირდება კუჭის მჟავიანობა, რაც ხელსაყრელი პირობაა წყლულის შეხორცებისთვის.

ლანსოლი მოქმედებს დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზზე და არა შედეგზე, როგორც ეს ხდება სხვადასხვა საღეჭი ტაბლეტებისა და სუსპენზიების მიღების დროს.

ლანსოლი გამოიყენება სამკურნალოდ და არა ადგილობრივად სიმპტომების მოსახსნელად.

როგორ მივიღოთ ლანსოლი?

გულძმარვისგან თავის დასაღწევად აუცილებელია ლანსოლით სწორი მკურნალობა და დოზირების განსაზღვრა:

ლანსოლი მიიღება დილით უზმოზე, კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

ლანსოლის მიღების კურსი არის 14 დღე.

ლანსოლის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 1,5 – 2 საათის შემდეგ და მისი ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

მყარი და სტაბილური ეფექტის მისაღებად საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება

როგორ ვიკვებოთ რომ ნაკლებად შეგვაწუხოს გულძმარვამ?

მოერიდეთ მჟავე, ცხარე, ცხიმიან საკვებს, განსაკუთრებით ღამის საათებში:

ცხარე - წიწაკა, ნივრისა და ხახვის ჭარბად შემცველი საკვები, სოუსები.

მჟავე - ლიმონისა და ძმრის შემცველი პროდუქტები, პომიდორი.

ცხიმიანი - შემწვარი, მოხრაკული.

სხვადასხვა - შოკოლადი, ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42