„იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი თვითმფრინავი რამდენიმე წამით თურქეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა. თურქეთმა ჩვენ საპროტესტო ნოტა გამოგვიგზავნა, რის გამოც ბოდიში მოვიხადეთ. პუტინი პირადად ესაუბრა ერდოღანს. ეს სრულიად უმნიშვნელო დარღვევა იყო და თურქებმა იცოდენენ, რომ ეს არ იყო მტრული ქმდებები მათ მიმართ“ - განაცხადა ლავროვმა.
ოქტომბრის დასაწყისში თურქეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სუ-30-მა საჰაერო სივრცე შემთხვევით, უამინდობის გამო დაარღვია.
24 ნოემბერს კი მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორდა. საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, თურქულმა სამხედრო ავიაციამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა. ამავდროულად, რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა, რომელიც ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა.
რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






