„ჟურნლისტებს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე მუშაობენ, სხვადასხვა სახის ჯარიმები დაეკისრებათ. გარდა ამისა, შესაბამისი ნებართვის მოსაპოველად, ჟურნალისტებს საელჩოსთვის მთელი რიგი დოკუმენტების წარდგენა მოწევთ. მათ შორის მედია საშუალების ხელმღვანელის წერილი თურქულ ან ინგლისურ ენებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ვიზიტის მიზანი, ადგილი და დრო, ასევე მათი სახელი ვისგანაც ინტერვიუს აღება სურთ“ - განმარტეს საელჩოში.
დღეს, თურქეთის პოლიციამ რუსული ტელეარხის Россия 1-ის, გადაცემა ''სპეციალური კორესპონდენტის'' გადამღები ჯგუფი დააკავა.
მედიის ცნობით, ჟურნალისტები ნავთობის საკითხზე "ისლამური სახელმწიფოს" და თურქეთის შესაძლო კავშირის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდნენ. ჯგუფს ჟურნალისტი ალექსანდრე ბუზალაძე ხელმძღვანელობდა.
რამდენიმე საათიანი დაკითხვისა და შემოწმების შემდეგ ჟურნალისტების ჯგუფის რუსეთში დეპორტაცია მოხდა.
შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა. ამავდროულად, რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა, რომელიც ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა.
რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






