„მონა ლიზას“ პორტრეტის ქვეშ კიდევ ერთი ნახატი აღმოაჩინეს
მსოფლიო - 12:30, 08 Dec, 2015     5077
ლეონარდო და ვინჩის შედევრის, „მონა ლიზას“ პორტრეტის ქვეშ კიდევ ერთი ნახატი იმალება.

ამის შესახებ ფრანგმა მეცნიერმა და მკვლევარმა, პასკალ კოტმა განაცხადა. მეცნიერი 10 წლის განმავლობაში სწავლობდა ცნობილ ფერწერულ ტილოს.

კოტის თქმით, ამ დასკვნამდე სინათლის ციმციმების ტექნოლოგიის გამოყენებით მივიდა.

გამოსახულებაზე სინათლის ციმციმების მიმართვით, ანარეკლი აისახება კამერაზე. ეს მონაცემები კი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ტილოზე საღებავის ფენებს შორის, კიდევ სხვა შრეები არსებობს.

კოტის თქმით, „მონა ლიზას“ ქვეშ დამალული პორტრეტი ნამდვილ ლიზას ეკუთვნის, ყველასთვის ცნობილი პორტრეტზე კი სხვა ქალია გამოსახული.

ლეონარდო და ვინჩი პორტრეტზე დაახლოებით 1503-1517 წლებში მუშაობდა, მაშინ როდესაც ფლორენციასა და საფრანგეთში ცხოვრობდა.

პორტრეტზე გამოსახული ქალის ვინაობაზე კრიტიკოსები მრავალი წლის განმავლობაში მსჯელობდნენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მხატვარმა ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო ჯოკონდას მეუღლე - ლიზა ჯერარდინი დახატა.

„ბიბისის“ ცნობით, ლუვრი მეცნიერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42