„თითოეულმა უკრაინელმა, ბიზნესის წარმომადგენელმა და ჩვეულებრივმა მოქალაქემ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას. უკრაინელების იმედები ხელახლა არ უნდა დაიმსხვრეს კორუფციის გამო“ - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონმა კიევს 190 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებაც გამოუყო.
აშშ-ის ვიცე-პრეციდენტი უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდა. ბადენის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საფასური უფრო დიდი იქნება.
თავისმხრივ, პოროშენკოსგან ბაიდენმა კოალიციის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მხარდაჭერის პირობა მიიღო.
„ჩვენ მხარში დავუდგებით ანტიტერორისტულ კოალიციას, რადგან ტერორისტული საფრთხეები არც უკრაინისთვის არის უცხო" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






