"იაცენუკი შეიძლება გადადგეს, სააკაშვილის მიმართ კი საინფორმაციო პროვოკაციები მზადდება"
მსოფლიო - 12:11, 08 Dec, 2015     3393
უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენუკის გადადგომის ალბათობა კვლავაც მაღალია და მისთვის პოლიტიკურ გარანტიებზე არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს. ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კი მთელი რიგი საინფორმაციო პროვოკაციები მზადდება.

ამის შესახებ პოლიტოლოგი პაველ ნუსსი ფეისბუკის გვერდზე წერს.

„სააკაშვილი შეგნებულად წავიდა ღია კონფლიქტზე უკრაინული მედიის ყველაზე მსხვილ მფლობელებთან და ისინი უკრაინის მთავრობასთან, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრთან კორუფციულ კავშირებში დაადანაშაულა.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოდესის ანტიკორუფციულ ფორუმზე, გუბერნატორ სააკაშვილის ბრალდებები დამაჯერებელი იყო, რადგან მან ისეთი ფაქტები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, იაცენუკის გუნდის წევრებისგან კონსტრუქციული უარყოფა არ მოუსმენია, გარდა რამდენიმე შემთხვევისა, რომელიც კრიტიკული კომენტარებით შემოიფარგლა.

პირდაპირ ვთქვათ, სააკაშვილის განცხადება შესაძლოა, პირველი რეზონანსული საქმე გახდეს ახალი ანტიკორუფციული პროკურორსითვის. ჩემი აზრით, ბატონო ხოლოდნიცკი ვალდებულია, ადეკვატურად უპასუხო ოდესის ოლქის გუბერნატორის მეთაურის იმ დასკვნას, რომელიც ხმამაღალი სტარტი იყო მისი ადმინისტრაციისთვის.

ნუ დავივიწყდებთ, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, არტიომ სიტნიკის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მზად არის საკუთარი კონტროლის ქვეშ აიღოს გუბერნატორის განცხადებაზე მუშაობა. უდავოა, ეს გამოძიება, ანტიკორუფციულ პროკურორ ხოლოდნიცკისთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება.

უფრო მეტიც, არ გამიკვირდება პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დროებითი შეჩერებაც გახმაურებული კორუფციული სკანდალის გამოძიების მიმდინარეობისას (იმ შემთხვევაში, თუკი პარლმანეტმა იაცენუკის გადადგომა არ მოითხოვა). თანაც, ამ პოსტზე მისი ქმედებების გამო პასუხისმგებელი არა მხოლოდ მისი ფრაქცია, არამედ საპარლამენტო კოალიციის ყველა წევრია, რომლიდან ფორმირებულია მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მთელი რიგი საინფორმაციო პროვოკაციები მზადდება, ეს ბრალდებები კი მედია-მონოპოლისტებისგან, ოლიგარქებისგან მომდინარეობს.

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის ალბათობა კვლავაც მაღალია. მისთვის პოლიტიკურ გარანტიებზე საუბრის მიზეზი კი არ არსებობს“ - წერს პოლიტოლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42