რუსეთის მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 5 დეკემბერს არხანგელსკის ოლქში მდებარე კოსმოდრომ "პლესეცკიდან" გაშვებული ორი სამხედრო დანიშნულების კოსმოსური თანამგზავრიდან ერთ-ერთს სერიოზული პრობლემები შეექმნა. მან ვერ შესძლო ახალი მოდიფიკაციის ამაჩქარებელი ბლოკ "ვოლგასგან" განცალკევება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე ამ ფატქს არ ადასტურებს და ოფიციალურ განცხადებას არ აკეთბს. პირიქით, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამაჩქარებელი ბლოკი "ვოლგა", ორი სამხედრო კოსმოსურ თანამგზავრთან ერთად წარმატებით იქნა გაყვანილი დედამიწის ორბიტაზე და ისინი გამოეყვნენ რაკეტა "Союз-2.1В"-ს მეორე საფეხურს. თანამგზავრები აყვანილ იქნენ ტიტოვის სახელობის კოსმოსური მართვის მთავარი ცენტრის მიერ და მათ მინიჭებული აქვთ სახელები Космос-2511" და Космос-2512".
დღეს, РИА Новости-მ და "Коммерсант"-მა, რუსეთის კოსმოსური მართვის სააგენტოსთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის კოსმოსური მართვის სააგენტომ გადაწყვიტა დაზიანებული თანამგზავრისა და ამაჩქარებელ ბლოკ"ვოლგას" ორბიტიდან მოხსნა და მისი შემდგომი განადგურება დედამიწის ატმოსფეროში შეყვანისა და ოკეანეში ჩაძირვის გზით.
აღსანიშნავია, რომ ამ სამხედრო დანიშნულების კოსმოსურ თანამგზავრს და ამაჩქარებელ ბლოკს რუსეთი ათ წელზე მეტი ხანია ამზადებდა.
მასალის გამოყენების პირობები






