"თამაში სახელმწიფოებრიობასთან - პატრიარქის გამოყენება პოლიტიკური გეგმებისთვის"
პოზიცია - 19:29, 07 Dec, 2015     3286
მიუხედავად საპატრიაქროს ოფიციალური განცხადებისა, რომ 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში პატიმრების შეწყალების შესახებ ილია მეორემ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და უწმინდესი წინადადების განხილვას საკანონმდებლო დონეზე არ ითხოვდა, საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში ამ თემას კვლავ აქტიურად განიხილავენ.

მთავრობის წევრთა უმრავლესობამ მხარდაჭერაც გამოუცხადა, ხოლო პრემიერმა კი პარლამენტს და პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა დაწყებულიყო.

ამ ფაქტმა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება, კონსტიტუციის დარღვევას, მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ინტიტუტის დაკნინებასა და დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

უმცირესობის, არასამთავრობოებისა და სახალხო დამცველის პოზიცია იდენტურია, ისინი თვლიან, რომ საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

აღსანიშნავია, იუსტიციის მინისტრის პოზიცია, თეა წულუკიანი თვლის, რომ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება , შესაბამისად ის ვერ განხორციელდება.

საქართველოს საპატრიარქომ კი განმარტა, რომ "5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საპატრიარქო პატიმრების შესწყალების კუთხით აქტიურად თანამშრომლობდა პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ კომისიასთან. პატრიარქის რეკომენდაციით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ასეულობით პატიმარი იქნა შეწყალებული, თუმცა იყო შემთხვევები, როცა კომისია არ აკმაყოფილებდა შეწყალების მოთხოვნას გარკვეული არგუმენტაციის საფუძველზე. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს პრაქტიკა აღარ არსებობს, პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიაში საპატრიარქოს თავისი წარმომადგენელი ჰყავს - აცხადებს მიტროპოლიტი თეოდორე.

როგორ აფასებენ საზოგადოებისა და ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს პატრიარქის მოსაზრებაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას...

მწერალი ლაშა ბუღაძე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საპატრიაქოს გამოყენებაში ადანაშაულებს.

„წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, სადაც განმარტებული იყო პატრიარქის განწყობა, რომელიც მოჰყვა მსჯავრდებულ ქალთა მიერ ნათამაშები სპექტაკლის ნახვას. ანუ განცხადება ემოციურ ფონზე გაკეთდა. ამ განმარტებამ ყველა დაამშვიდა იმ კუთხით, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ ემუქრება, რომ მისი კონსტიტუცია დაირღვეს და საქართველომ დაკარგოს სეკულარული რესპუბლიკური პრინციპი. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ არის შერეული მოდელი, თეოკრატიის ელემენტებით, სადაც ყველაზე პოპულარული, ძირძველი ტრადიციული რელიგიის მიმდევარმა გადაწყვიტოს პატიმრების შეწყალების საკითხი.

უნდა დავემორჩილოთ კონსტიტუციას და არა იმას, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი წლების მანძილზე აკეთებს - ისინი თავის კარიერას იკეთებენ თვალთმაქცობით და ფარისევლობით. ცდილობენ გამოიყენონ პატრიარქის ავტორიტეტი, რათა მოახერხონ უფრო მეტი “წარმატების“ მიღწევა. რა განცხადებებიც მმართველი ძალისგან მოვისმინეთ, ჩვეულებრივი ფარისევლობა და კარიერიზმია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის უკულტურობა. როდესაც დეპუტატი გამოდის და ამბობს, რომ როგორ არ გრცხვენიათ და არ უსმენთ პატრიარქსო, თავისი ჭკუით ქულებს იწერს პატრიარქთან.

სინამდვილეში კი სახელმწიფოებრივ მოდელს უპირისპირდება. მას არავინ ეკითხება საქართველოს სახელმწიფოსთან ამგვარი ექსპერიმენტები ატაროს, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ეს არის ქცევის გარკვეული ნორმა ზოგიერთი კარიერისტი პოლიტიკოსის მხრიდან“- უთხრა მწერალმა „ნიუპოსტს“ თემის შეფასებისას.

ბუღაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტისთვის პატიმრების შეწყალების ჩამორთმევას მმართველი ძალა პატრიარქის გამოყენებით ცდილობს.

„ყოფილი პრემიერი გაღიზიანებულია პრეზიდენტზე და მისი დამქაშებიც ფიქრობენ, რომ ამით ასიამოვნებენ ექსპრემიერს. ეს არ არის აქტუალური, რადგან ყველა პოლიტიკოსი წარმავალია, რჩება სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს წესიერი. ასე, რომ თამაში საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან არავის არ გაუვა. საზოგადოება ამ ფარისევლობას არავის შეარჩენს“.

„ნიუპოსტი“ მწერალ რატი ამაღლობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც "შეწყალების" აქტის სასულირო პირებისთვის გადაცემაზე გაკეთებულ განცხადებას, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.

ამაღლობელი იმ დეპუტატებს, რომელიც პატრიარქის განცხადებას იცავს ფარისევლებად და ყველაფერზე წამსვლელებად მოიხსენია.

„ეს არის რელიგიური ფარისევლობით კეკლუცი. ქართული ოცნება ეკლესიის, რელიგიისა და პატრიაქრის გამიოყენებით პოლიტიკური დივიდენტების მოპოვებას უნიჭოდ ცდილობს, შოკში ჩამგდებია უმრავლესობის განცხადებები, რომლებმაც არ იციან, რა ფუნდამენტზე დგას სახელმწიფო“- თქვა მან.

კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება უმრავლესობის განცხადებები ამაღლობელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „ეჭვიანობს იმის გამო, რომ შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა“.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის პოზიციას, დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სამინისტრო საპატრიარქოსთან ყველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა, როცა იგეგმებოდა შეწყალება.

„ გიორგობას, მარიამობას, აღდგომას, საშობაო შეწყალებისას, საპატრიარქო მუდმივმოქმედ კომისიაში იმ პატიმრების სიებს წარადგენდა, რომლებიც მათი აზრით იმსახურებდა შეწყალებას. კომისია შემდეგ ამაზე მსჯელობდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო სწორედ საპატრიარქოს შუამდგომლობით შეწყალებული. ეს თანამშრომლობა იყო კონსტიტუციის ფარგლებში და საერო სახელმწიფოს მოწყობის ჩარჩოებში.

ძალიან სამწუხაროა ის, რაც ახლა მოხდა. ხელისუფლებამ პატრიარქის ემოციური გამოსვლა პოლიტიკური თამაშისთვის გამოიყენა, რომელიც თავად წამოიწყო და მახეშიც გაება. როგორც ჩანს ხელისუფლებას არც ერის ესმის და არც ბერის. ეს მთავრობა დიდი ხანია ხალხისგან განზე დგას და აღმოჩნდა, რომ არ ესმის არც ის, რასაც ეკლესია ეუბნება.

გარდა ამისა, არ შეიძლება როდესაც მინისტრი, პრემირმინსიტრი, დეპუტატები აკეთებენ ასეთი განცხადებას. ჩემი აზრით, ან საქმე გვაქვს კატასტროფულ არაკომპეტენტურობასთან, რომელიც კრიტიკას ვეღარ უძლებს და მეორე, ეს მოდელი ითვალისწინებს კონსტიტუციის შეცვლას. ისინი ვერ მოახერხებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და იფიქრეს, რომ მოდით შევაგდოთ თემა და ნაცმოძრაობა, რომლის გარეშეც კონსიტუციას ვერ შევცვლით, ამას გააჩერებს და ყველაფერი დაბრალდება ოპოზიციას, რომ ის არის პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგი. ეს იყო ,,სოფლური ინტრიგნობის“ მცდელობა. პატრიარქმა გამოიჩინა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიბრძნე და კრიტიკულ მომენტში განმუხტა სიტუაცია. პატრიარქმა მაშინვე დაინახა, საით მიჰყავდა ხელისუფლებას ეს ყველაფერი" - აცხადებს შაშკინი.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა კომისია ინფორმაციის ანალიზის შედეგად არ ეთანხმებოდა საპატრიარქოს.

,,ჩვენთან ყოველთვის იყო კავშირზე მეუფე თეოდორე და მის მეშობით ვიღებდით სიებს. ეს იყო ასობით ადამიანი, რომელიც საპატრიარქოს შუამდგომლობით არის შეწყალებული. როცა კომისია საპატრიარქოს შუამდგლომობაზე უარს ეუბნებოდა, კომისია მათ განუმარტავდა ხოლმე თუ რატომ არ იმსახურებდა გათავისუფლებას. გასაგებია, როცა ექსპრტები და პოლიტიკოსები საუბრობენ კონსტიტუციაზე, იმაზე, რომ სისტემა თავდაყირა დგებოდა, კი ბატონო გასაგებია, მაგრამ აქ არის კიდევ პრაქტიკული საკითხი. საპატრიარქოს ხომ არ აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ესა თუ ის საკითხი, ის იღებს გადაწყვეტილებას იმ კონკრეტული პატიმრის ოჯახის წევრების ნაამბობის საფუძველზე, რასაც ისმენდნენ, იგივე მოძღვრისგან, რომელსაც აღასარებას აბარებდნენ პატიმრები. ისინი იღებდნენ ცალმხრივ ინფორმაციას. რაც შეეხება მუდმივმოქმედ კომისიას, ის იღებს ორივე მხრიდან ინფორმაციას - როგორც პატიმრის ოჯახისგან, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისგან, ის იღებს გადაწყვეტუელბას ორ ინფორმაციის ანალიზის შედეგად. თუ კომისია არ ეთანხმებოდა საპატრიარქოს, ის უხსნიდა, რატომ არ შეიძლება ესა თუ ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის ძალიან ფაქიზად ეპყრობოდა ამ საკითხს" - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრიც. კახა კახიშვილის განცხადებით, პატრიარქი ერის წინამძღვარია და მას პატიმრის შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად მსჯავრდებულებს პრეზიდენტი იწყალებს.

ამასთან, პატიმართა შეწყალების საკითხებს პრეზიდენტის ბრძანებულება არეგულირებს. პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში მოქმედებს შეწყალების კომისია, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით პატიმართა განცხადებებს განიხილავს და შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42