„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კოალიციამ დეირ ალ ზურში სირიის სამთავრობო ძალებზე იერიში მიიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება“ - განაცხადა მან თვითერის საკუთარ მიკრობლოგზე.
აღნიშნული ინფორმაცია უარყო პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უარენმაც. მისი თქმით, კოალიციამ იერიშები ტერორისტების პოზიციებზე მიიტანა, რომელიც 55 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ოფიციალური დამასკოს მტკიცებით ჯარისკაცები დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, სირიის ხელისუფლებამ საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავიაიერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
"როიტერის" ცნობით , სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს "ღია აგრესია" უწოდა და დაუყოვნებლივი ზომების მიღების მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






