საფრანგეთში, ინტერპოლმა ვახტანგ გვრიტიშვილი დააკავა
სამართალი - 13:24, 20 Mar, 2013     1542

ინფორმაციას შსს ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

ვახტანგ გვრიტიშვილს ბრალად ედება სსსკ 133-ე მუხლით (1991 წლის 28 ივნისის რედაქციით), 104-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით (1994 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ადამიანის გატაცებას - ჩადენილს ანგარებით, ყაჩაღობას - წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ, ბინაში შეღწევით თავდასხმას - მოქალაქის პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

1994 წლის იანვარში ვახტანგ გვრიტიშვილმა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა ნეშან მინასიანის შვილის, ვაზგენ მინასიანის გატაცება, ფულის გამოძალვის მიზნით. ვაზგენ მინასიანი მოგვიანებით გათავისუფლებული იქნა მშობლების მიერ, 75 000 აშშ დოლარის გადახდის შედეგად. იმავე წლის თებერვალში დამნაშავეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნეშან მინასიანმა შეიტყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობის შესახებ და კვალის დაფარვის მიზნით, ვ. გვრიტიშვილი თანამზრახველებთან ერთად, 1994 წლის 19 თებერვალს, ყაჩაღურად თავს დაესხა მინასიანების ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნეშან მინასიანი, ფლორა მინასიანი და ვაზგენ მინასიანი, ხოლო ამ უკანასკნელის დამ - გაიანე მინასიანმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

2011 წლის 15 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ გვრიტიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2011 წლის 3 ნოემბრიდან, იგი წითელი ცირკულარით იძებნებოდა თბილისის ინტერპოლის მიერ.

ამჟამად დაკავებული გადაყვანილია საფრანგეთის საექსტრადიციო ციხეში და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42