გადმოცემის თანახმად წმინდა ეკატერინეც, რომელიც ალექსანდრიაში ცხოვრობდა და სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო გათხოვებისა, როდესაც ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს საუბარი ქორწინებაზე, მან განაცხადა, რომ მხოლოდ მას გაყჰვებოდა ცოლად ვინც მასზე აღმატებული იქნებოდა გვარიშვილობით, სიმდიდრით, სილამაზით და სიბრძნით. ეკატერინეს დედა ფარული ქრისტიანი იყო ის რჩევის საკითხავად წავიდა თავის სულიერ მამასთან, წმიდა და ღვთისმოსავ კაცთან, რომელიც ქალაქის გარეთ ერთ ფარულ ადგილას ცხოვრობდა, თან მასთან ეკატერინე წაიყვანა. ბერმა ეკატერინეს უთხრა, რომ მას შეეძლო მისთვის ისეთი ადამიანი გაეცნო, რომელიც მასზე აღმატებული იქნებოდა გვარიშვილობით, სიმდიდრით, სილამაზით და სიბრძნითაც და მას ქრისტეს მოძღვრების შესახებ უამბო. რამდენიმე ხნის შემდეგ ეკატერინე გულმხურვალე ქრისტიანი გახდა. მას სიზმარში ქრისტე გამოეცხადა და ძვირფასი ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძებულ ქალწულს ცხადშიც თითზე ეკეთა.
მალევე მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე მოექცა ეკატერინე, ალექსანდრიაში ჩავიდა უსჯულო მაქსიმიანე. მას სურდა, მოეწყო დღესასწაული და ბრძანა, გარშემო ქალაქებიდან და მხარეებიდან შეკრებილიყვნენ მისი ქვეშევრდომნი მსხვერპლის შესაწირად, რათა სახალხოდ გამოეხატათ პატივისცემა კერპისადმი. მსხვერპლის შესაწირად შეიკრიბა უამრავი ადამიანი კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით, 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს.
ქრისტიანობაზე მან 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია. რომელთაც ქრისტიანობის გამო იმპერატორისგან სასიკვდილო სასჯელი დაიმსახურეს.
როდესაც ჯალათმა ეკატერინეს თავი მოჰკვეთა, ჭრილობიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. მისი პატიოსანი ნაწილები კი, როგორც იქ მყოფმა მორწმუნეებმა იხილეს, იმწამსვე აიტაცეს წმიდა ანგელოზებმა და გადაიტანეს სინას მთაზე
ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელი სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერშია დაბრძანებული.
წმინდა ეკატერინე ორსულთა და მშობიარეთა შემწედ ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები