„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს მიერ, ერაყელი კოლეგის მისამართით გაგზავნილ წერილშია საუბარი.
დავუთოღლუმ გადაწყვეტილება ბაღდადის „მტკივნეული“ რეაქციით ახსნა და განაცხადა, რომ ანკარა დამატებით ძალებს მანამ არ გაგზავნის, სანამ ბაღდადთან ყველა საკითხს არ მოაგვარებს.
გამოცემის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მზად არის ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაშო ერაყთან თანამშრომლობა გააღრმავოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, თურქეთმა ერაყში 150 თურქი ჯარისკაცი გაგზავნა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ნოტაში ერაყი მოითხოვს, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს მისი ტერიტორიიდან, ქალაქ მოსულიდან 150 კაციანი სამხედრო კონტიგენტი. ნოტაში ეს ფაქტი ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად არის შეფასებული.
ოფიციალური ბაღდადის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ანკარა. თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ისინი ერაყში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გეგმავენ და მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების ჯგუფს წვრთნიან.
მასალის გამოყენების პირობები






