სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის - რეფერენდუმის წინასწარი შედეგები
მსოფლიო - 11:43, 07 Dec, 2015     1273
სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, 32,35% აღმოჩნდა.
რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.

სომხეთში რეფერენდუმი 6 დეკემბერს ჩატარდა. რეფერენდუმის საკითხს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც ქვეყანა სახელმწიფოებრივი მმართველობის ახალ ფორმაზე - საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადადის. ასევე იცვლება საარჩევნო სისტემაც და არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით გაიმართება.

ცვლილებების თანახმად პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ხდება, ხოლო პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს, უფლებები საგრძნობლად ეზღუდება.

საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ.

ცვლილებები მმართველი რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაა, ხოლო ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას, რადგან მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები პრეზიდენტ სერჟ სარგისიანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება, ხელისუფლების შენარჩუნების უფლებას აძლევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42