რუსული მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 დეკემბერს არხანგელსკის ოლქში მდებარე კოსმოდრომ "პლესეცკიდან" გაშვებული ორი სამხედრო დანიშნულების კოსმოსური თანამგზავრიდან ერთ-ერთს სერიოზული პრობლემები შეექმნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ პუბლიკაციების შესახებ ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.
როგორც მედია იუწყება სამხედრო თანამგხზავრებიდან ერთერთმა ვერ შესძლო ახალი მოდიფიკაციის ამაჩქარებელი ბლოკ "ვოლგასგან" განცალკევება.
5 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ამაჩქარებელი ბლოკი "ვოლგა", ორი სამხედრო კოსმოსურ თანამგზავრთან ერთად წარმატებით იქნა გაყვანილი დედამიწის ორბიტაზე და ისინი გამოეყვნენ რაკეტა "Союз-2.1В"-ს მეორე საფეხურს. თანამგზავრები აყვანილ იქნენ ტიტოვის სახელობის კოსმოსური მართვის მთავარი ცენტრის მიერ და მათ მინიჭებული აქვთ სახელები Космос-2511" და Космос-2512".
რუსული მედია ცდილობს გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია რუსულ თანამგზავრის გაჩვებაში არსებული შეფერხების შესახებ და რა ბედი ეწია მას.
მასალის გამოყენების პირობები






