კოლუმბიის სანაპიროსთან განძით დატვირთული 300 წლის წინ ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს
მსოფლიო - 12:15, 06 Dec, 2015     2746

კოლუმბიის ნაპირებთან, ქალაქ კარტახენის სიახლოვეს, დაახლოებით 300 წლის წინ ჩაძირული, განძით დატვირთული ესპანური ხომალდი „სან-ხოსე“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ტვიტერზე დაწერა.

ჩაძირული ხომალდი ზურმუხტებითა და ოქროსა და ვერცხლის მონეტებითაა დატვირთული. განძის სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.

„დიდებული ამბავი! ხომალდი „სან-ხოსე“ ვიპოვეთ“. უფრო მეტ დეტალს მის შესახებ ხვალ, პრესკონფერენციაზე შეიტყობთ“, - დაწერა სანტოსმა ტვიტერზე.

ჩაძირულ ხომალდზე პრეტენზიას აცხადებს ამერიკული სამძებრო კომპანია Sea Search Armada, რომელსაც ოფიციალურ ბოგოტასთან ამ საკითხზე ხანგრძლივი სამართლებრივი დავა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ჩაძირული ხომალდის არსებობის შესახებ Sea Search Armada ჯერ კიდევ 1981 წელს იტყობინებოდა.

საწის ეტაპზე, კოლუმბიის ხელისუფლებამ და Sea Search Armada-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, ამოღებულ განძს გაიყოფდნენ. თუმცა შემდეგ, ხელისუფლებამ აზრი შეიცვალა და დაჟინებით მოითხოვა, რომ მთლიანი განძი კოლუმბიას ეკუთვნოდა.

2011 წელს, აშშ-ის სასამართლომ ჩაძირული ხომალდი კოლუმბიის სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42