რუსული მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენის თვითმკვლელობის მოტივები უცნობია. არ არის აღმოჩენილი არანაირი გამოსმშვიდობებელი თუ სხვა სახის წერილი.
დიმიტრი შუმკოვმა მოღვაწეობა 90-ანი წლების რუსეთის პროკურატურაში დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი საკუთარი იურიდიული კომპანია დააარსა. 2012 წელს, ის დასახელებულ იქნა რუსეთის საუკეთესო იურისტად და დღემდე რუსეთის საუკეთესო იურისტების ათეულში შედიოდა. 2012 წლის 17 ივლისიდან, შუმკოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის ახალი რედაქციის სრულყოფაზე მუშაობდა. შუმკოვი ასევე, საზღვარგარეთ რუსული სამართლის ცენტრების გახსნის ინიციატორიც იყო. შუმკოვი იყო სპორტული კომპლექს ,,ოლიმპიისკის," თანამფლობელი, ინტერნეტკომუნიკაციების კომპანიათა Московский Internet eXchange-ს, NGENIX-ს,CDN (Content Delivery Network)-ს საკონტროლო პაკეტების მლობელი და რუსული პლატინის უდიდესი საბადოს მფლობელი კომპანის-«Норильск 1» («Русская платина»)თანამფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






