ყველაზე პოპულარულ ნორვეგიულ ტაბლოიდ Aftenposten-ში უცნაური განცხადება გამოქვეყნდა:
"ვიუწყებით, რომ სანტა კლაუსი, დაბადებული 1788 წლის 12 დეკემბერს, გარდაიცვალა 2015 წლის 3 დეკემბერს, ნორდკაპში (ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილო რეგიონი. რედ. შენიშშვნა). დაკრძალვა გაიმართება 28 დეკემბერს, ჩრდილო პოლუსის კაპელაში"
აღნიშნულმა განცხადებამ ტაბლოიდის მკითხველების აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც რედაქციამ სასწრაფოდ მოხსნა საიტიდან ეს განცხადება და მკითხველებს ბოდიში მოუხატა.
"Aftenposten-ი მკაცრად აკონტროლებს მასში გამოქვეყნებული სამგლოვიარო განცხადებების შინაარსსა და გაფორმებას, რათა არ გაიპაროს აკრძალული და დარღვევებით მოწოდებული განცხადებები. ეს შეცდომა ერთ-ერთი რედაქტორის დაუდევრობის გამო მოხდა. ჩვენ ვადგენთ მომხდარის მიზეზებს," - ნათქვამია რედაქციის საბოდიშო განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






