კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
მსოფლიო - 10:00, 05 Dec, 2015     1159
აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უწყების წარმომადგენელის, დეივიდ ბოუდიჩის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. უწყების დირექტორის ჯეიმს კონის განცხადებით კი, დამნაშავეები სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, პაკისტანური წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეს, 28 წლის საიედ ფარუქს რადიკალ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი, მისმა მეუღლემ, პაკისტანის მოქალაქემ ტაშფინ მალიქმა კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო. AP-ის ცნობით კი, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, მალიქმა სოციალურ ქსელში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოიხსენია.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში, ქალაქ სან ბერნარდინოში ცენტრალურ პარკთან ახლოს ორგანიზაცია Inland Regional Center-ში მომხდარ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17 ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, ცოლ-ქმარი შენობაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართო სროლა განახორციელა. თავდასხმის შესახებ ოფისის თანამშრომლებმა თვითერის გვერდზე დაწერეს. ორივე თავდამსხმელი პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული

Inland Regional Center-ი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობს. ორგანიზაციაში 670-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელიც დაახლოებით 30 000-ზე მეტ შშმ პირს ემსახურება.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42