აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერის პირისპირ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ თურქეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაგეგმილზე ადრე, 2018 წლამდე დაიწყება. ტრასეკა გაზსადენის ის მარშრუტია, რომელიც რუსული პროექტის - თურქეთის ნაკადის კონკურენტად ითვლება და საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აზერბაიჯანულ გაზს ევროპას მიაწვდის.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორივე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
TANAP -ის მილსადენის მშენებლობა 2015 წლის მარტში დაიწყო. აღნიშნული პროექტის საშუალებით, გაზსადენში ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრის გაზმა უნდა გაიაროს, აქედან 10 ევროპის მიმართულებით, 6 კი თურქეთის მიმართულებით წავა.
მასალის გამოყენების პირობები






