რაში გამხელთ სისხლის ჯგუფი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელსაც აქამდე არ ფლობდით
ეს საინტერესოა - 14:25, 04 Dec, 2015     51019

ადამიანის ტემპერამენტი და სექსუალურობა დაკავშირებულია მისი სისხლის ჯგუფთან. სისხლი არანაკლებად მოქმედებს ჩვენ გრძნობებზე, ხასიათსა და ქცევებზე, ვიდრე ზოდიაქოს ნიშნები.

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები - სიცოცხლით სავსე და რომენტიკულები არიან. ისინი ეხმარებიან უცხო ადამიანებსაც კი. მათი განაწყენება ადვილია. არ მალავენ გრძნობებს, უყვართ თამამი და ყველასგან გამორჩეული ადამიანები. არიან ოპტიმისტები.
ამ სისიხლის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის ლიდერობა და სიცოცხლის შენარჩუნება ერთიდაიგივეა. მიისწრაფიან მიზნისკენ, არიან გამძლეები და თავდაჯერებულები. გამორიცხულია ყოველგვარი კრიტიკა. როდესაც მათ ეწვევათ სიყვარული, მომდევნო ეტაპი არის ბრძოლა.

პირველი ჯგუფის სისხლის მამაკაცებს უარი მხოლოდ აქეზებს, რადგან ის მიჩვეულია ყველაფრის მაშინვე მიღებას. დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ ღირსებებზე, არ მოისვენებს, სანამ საწადელს არ მიაღწევს. ოჯახის არსებობა ხელს არ უშლის ახალი რომანტიკული თავგადასავლები ეძებოს.
პირველი ჯგუფის ქალები ეჭვიანები, მგრძნობიარე, მგზნებარენი არიან და უყვართ ექსპერიმენტები. კარგად აკონტროლებს თავს სხვებთან.

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები - კეთილსინდისიერები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა. ძალიან მონდომებულები არიან. მალავენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. აღელვებთ სხვისი აზრი. საღად აზროვნებენ და არ უყვართ წაგება, წვრილმანებზე არ ნერვიულობენ. მოქმედებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა ემოციებზე. მომთმენები არიან და პესიმიზმისკენ მიდრეკილნი. ისინი მეგობრულები და დისციპლინირებული არიან. თავს კარგად გრძნობენ კოლექტივში და კარგი თანამშრომლები არიან. სიყვარულთან პირისპირ დარჩენისას ისინი მეტად მორცხვები არიან.

მეორე ჯგუფის მქონე მამაკაცი უსასრულოდ ატარებს თავის რჩეულს
რომანტიკულ გარმოში. გულმოდგინედ ასრულებს მის ყველა სურვილს, უყვარს სიურპრიზების კეთება. თუმცა თავად გოგონებს ისინი მეტად მოსაწყენი ეჩვენებათ. მათი საიმედოობა მოსწონთ უფროსი ასაკის ქალებს, რომლებიც ირჩევენ კომფორტს და საიმედო მომავალს და არა ვნებას.

მეორე ჯგუფის ქალები მორცხვები არიან და ყოველთვის ღირსეულად იქცევიან. არ უყვართ მკვეთრი კოსმეტიკა და გამომწვევი ჩაცმა. მათთვის სექსი დაკავშირებულია სიყვარულთან და სერიოზულ ურთიერთობებთან. მოკლევადიანი ინტრიგები მათთვის არ არის მისაღები, ისინი ერთგული და დამჯერი ცოლები არიან.

მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები - აქტიურები არიან. მთლიანად ეფლობიან სამუშაოში, ჰობისა თუ საყვარელ საქმიანობაში. არ არიან დაინტერესებულები სახელისა თუ ძალაუფლების მოხვეჭაში, ფლობენ სამართლიანობის განსაკუთრებულ გრძნობას. ემოციურები არიან და აქვთ კარგი იუმორის გრძნობა. მიუხედავად ამისა, ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ყურადღებას არ აქცევენ დადგენილ წესებს და გარშემომყოფების აზრს. კარგად ეგუებოდნენ ადგილების ცვლილებას და გამოირჩეოდნენ გამომგონებლობის უნარით. მშვიდად ეგუებიან მარტოობას და უცხო გარემოს. მათ კარგად შეუძლიათ სხვადასხვა სიტუაციებიდან გამორჩენის მიღება და საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. აღსანიშნავია ისიც, რომ მილიონერების 40% მესამე ჯგუფის მქონეა.

მესამე ჯგუფის მქონე მამაკაცი ყოველთვის ჯელტმენურად იქცევა. არასდროს იპყრობს და ძალადობს. უბრალოდ, აღიარებს რომ მოსწონს, უყვარს და უნდა ცივილური ურთიერთობა. მან იცის როგორ მიიღოს სიამოვნება და სექსი მისთვის რაიმე ვალდებულებას არ ქმნის. უარსაც ადვილად ეგუება.

მესამე ჯგუფის ქალებს უწოდებენ დინამიურებს. ფლირტი ფლირტისთვის - მათი მთავარი გასართობია. საჩუქრები და საათობით რომანტიკაზე საუბარი, მისთვის არაფერს ნიშნავს. ასევე, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ვინმესთან ღამის გატარებას. ის შეიძლება ერთგული ცოლი იყოს, მაგრამ აქტიურად მეგობრობდეს მამაკაცებთან.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები - სერიოზულები, დელიკატურები, ინტერესიანები არიან. საკუთარი გრძნობის გამოხატვა უჭირთ. აქვთ სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა, იდუმალები არიან და ხშირად ეპარებათ ეჭვი ადამიანებში. სერიოზულად ეკიდებიან მიცემულ პირობას და თითქმის არასოდეს გადადიან სიტყვას. აქვთ რთული ხასიათი. მეტად წინააღმდეგობრივები, ეჭვიანები და მერყევები არიან. თუმცა, კარგად უგებენ სხვებს, შეუძლიათ რჩევების მიცემა და კომპრომისის მონახვა. ისინი უყვართ, მაგრამ კარგად არავინ იცნობს, რადგან მრავალი ნიღაბი აქვს. არ ერთვებიან კამათში. საკუთარი თავიდან გამომდინარე იციან, რომ განსხვავებულ აზრს თანაარსებობა შეუძლია. ისინი ბევრს კითხულობენ, აქვთ უამრავი იდეა. მათი პრობლემაა მიუწვდომელისკენ სწრაფვა და იდეალის მიღწევა. ამიტომ ის წვრილმანებში მეტად ზარმაცია, თავს არ იწუხებს დამატებითი ფულის საშოვნელად ან კარიერული წინსვლისთვის. გასაკვირია მხოლოდ, ის რომ გარშემომყოფები თავად მიართმევენ მას ყველაფერს ლანგარზე.

მეოთხე ჯგუფის მამაკაცებს შეუძლია მოაჯადოონ ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მისი მაგნეტიზმის ქსელში ებმებიან შეუმჩნევლად და ზოგჯერ სურვილის გარეშეც. მაგრამ როცა მამაკაცს სიყვარული ეწვევა საქმე მარტივად არ იქნება. ვნებები დუღს, ლოგიკა არ მუშაობს და არანაირი კომპრომისი არ არსებობს. ნებისმიერი ძლიერი გრძნობა ასეთ ადამიანებს წინააღმდეგობებისგან ათავისუფლებს და ერთიან ნატურად აქცევს.

მეოთხე ჯგუფის ქალები მთელი გრძნობით მიეცემიან სიყვარულს ბედნიერების მოლოდინში. ისინი საკუთარ თავს საჩუქრად თვლიან და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. მათთან ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია იგრძნოს თავი სექს-გიგანტად, რადგან ის განიცდის გულწრფელ სიხარულს საყვარელ
ადამიანთან ინტიმური სიახლოვით. მაგრამ ასეთ სავსე ურთიერთობას ცოტა ეგუება. მეოთხე ჯგუფის ქალები ხშირად ვარდებიან უცნაურ სიტუაციაში, როცა მის სიყვარულზე ოცნებობს ბევრი, ხოლო იგი მისტირის იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელმაც მიატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42