მიხეილ ხუბუტია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის კიდევ ერთი "домашняя заготовка"
პოზიცია - 16:24, 19 Mar, 2013     3328

 


- რა შეიძლება ვუწოდოთ საქართველო - რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას - მეგობრობა, ძარცვა, მეგობრობა+ძარცვა, თუ მეგობრობა ძარცვის მიზნით?

- მე ვთვლი, რომ ამჟამად ჩვენ გამოვდივართ კოლაფსიდან. საქართველოში ორხელიუფლებიანობაა, პრეზიდენტი, ამჟამად უკვე ეგრედწოდებული პრეზიდენტი სააკაშვილი, და ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მინდა გავიხსენო დიდი რინანი, რომელიც ამბობდა - "ჭკვიანი არ ლაპარაკობს ყველაფერს, რაც იცის, ხოლო სულელმა არ იცის ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს". ამჟამად სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის თავს და ლაპარაკობს ყველაფერს, რაც მას პირზე მოადგება, ხოლო ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, შეუმდგარი პოლიტიკოსია, ის ბიზნესმენია და ის ცდილობს გამოიყვანოს ქვეყანა, ცდილობს რუსეთსაც შეურიგდეს, მან წარმომადგენელიც დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში...

- კი მაგრამ, გაცხადდა, რომ ჯერჯერობით არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები?..

- მოიცადეთ, ამას მხარი მხოლოდ პარლამენტმა დაუჭირა, თან იყო ზეწოლა, ზეწოლა ევროკავშირიდან, ევროპარლამენტიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იცით, რომ იქ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ერთგვარი არბიტრია, მსაჯია? ის ყელა საქმეებს არკვევს.

- ანუ, როგორც გავიგე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კულისებს მიღმა ამერიკა და ევროკავშირი უშლის ხელს?

- კი უშლიან, რა თქმა უნდა უშლიან, თუმცა არის სადავო საკითხებიც, ეს ყველაზე რთული საკითხებია...

- ანუ, ივანიშვილიც ერთგვარი მათი მარიონეტია, ისევე როგორც სააკაშვილი?

- მას სჭირდება, რომ გახდეს დამოუკიდებელი ფიგურა, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რადგან რა მოხდება შემდეგ არჩევნებამდე, ჯერჯერობით არავინ იცის. საჯილდაო ქვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია - რუსეთი უკან არ დაიხევს, რუსეთმა ისინი აღიარა, თუმცა მე რთულად წარმოვიდგენ ქართველს, არამარტო ეთნიკურ ქართველს, არამედ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ერის წარმომადგენელს, რომელიც აღიარებს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

მაგრამ არსებობს, როგორც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამბობს, მას ყოველთვის აქვს "домашняя заготовка" (მომზადებული ვარიანტი) და შეთანხმება ყოველთვის არის შესაძლებელი. აქ არის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები...

- კი მაგრამ, როგორ გგონიათ, ვის არ უნდა ახლა შეთანხმება, რუსულ მხარეს თუ ქართულს?

- ჯერჯერობით ადრეა გარკვევა, ვის უნდა თუ არა შეთანხმება, ჩვენ უნდა დაველოდოთ საქართველოში პროცესების დასრულებას.

- ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ სტუდიაში საქართველოზე - შეუძლია თუ არა საქართველოს ეკონომიკური არსებობა რუსეთის გარეშე?

- საქართველოს ძალიან გაუჭირდება, მე ვსაუბრობ პერსპექტივაზე, 100 - 200 წლის შემდეგ, ძალიან გაუჭირდება, რადგან რეალურად აშშ-ს საქართველოს ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ შარშანდელი თოვლი.

- ანუ ის მას დროებით იყენებს?

- რა თქმა უნდა! რომელი ქვეყანა ააყვავა ამერიკამ?

- გეთანხმებით, მაგრამ საქართველომ ხომ შეძლო ეკონომიკურად რუსეთის გარეშე არსებობა 5-6 წლის განმავლობაში, ანუ შეუძლია და საქართველომ დაამტკიცა, რომ აქვს უნარი განვითარების... არ მიაწვდის რუსეთს "ბორჯომსა" და ღვინოს... ცუდია, მაგრამ...

- რა თქმა უნდა "ბორჯომი", ღვინო, კიტრი და პომიდორი 120-ე ადგილზე შეგვიძლია გადავიტანოთ. ეს არაა მნიშვნელოვანი, თუმცა, რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენ მოვიხმაროთ ქართული ღვინო და "ბორჯომი"? სააკაშვილის გამო? აქ საქმე სხვა რამეშია - მალე საქართველო გახდება ბანკროტი. საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას აქვს 10 მილიარდამდე ვალი, ის ამ ვალებში ევროპამ და ამერიკამ შეითრია, ხოლო ისეთ ნაბიჯებს არავინ დგამს, როგორც მაგალითად ჩვენ, რუსებმა გავაკეთეთ, ჩვენი პრემიერის კუბაზე ვიზიტის დროს ამ ქვეყანას ვალების დიდი ნაწილი ჩამოვაჭერით. ასეთ ნაბიჯებს რუსეთი ხშირად დგამს.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ საქართველო?

- არ ჟღერს ლამაზად - "გამოვისყიდოთ", მაგრამ ბაზარზე უნდა შევუშვათ საქართველო და გავარკვიოთ, ვის რა უნდა. აქ მთავარი - გეოპოლიტიკაა. მე, პირადად, როგორც ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და თავის სამშობლოდ რუსეთს თვლის, ამავდროულად, არასდროს ვივიწყებ ჩემს ისტორიულ სამშობლოს, ძალიან ვემხრობი "ევრაზიულ კავშირის" იდეას, საბაჟო კავშირის იდეას...

- თქვენ თვლით, რომ საქართველო შევა ამ კავშირებში?

- თუ საქართველოს უნდა გადარჩეს და დაინახოს თავისი მომავლის პერსპექტივა, თუ უნდა რომ ქართული ეთნოსი შენარჩუნდეს, ის ასე უნდა მოიქცეს.

„პოზდნო პიტ „ბორჟომი?“ - ასეთი პირობითი სათაური მისცა ინტერნეტარხ „რბკ“-ს გადაცემა „ვიტელ-მიმომხილველის“ წამყვანმა, რომელსაც სტუდიაში „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ჰყავდა სტუმრად. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით.

- რა შეიძლება ვუწოდოთ საქართველო - რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას - მეგობრობა, ძარცვა, მეგობრობა+ძარცვა, თუ მეგობრობა ძარცვის მიზნით?

- მე ვთვლი, რომ ამჟამად ჩვენ გამოვდივართ კოლაფსიდან. საქართველოში ორხელიუფლებიანობაა, პრეზიდენტი, ამჟამად უკვე ეგრედწოდებული პრეზიდენტი სააკაშვილი, და ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მინდა გავიხსენო დიდი რინანი, რომელიც ამბობდა - „ჭკვიანი არ ლაპარაკობს ყველაფერს, რაც იცის, ხოლო სულელმა არ იცის ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს“. ამჟამად სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის თავს და ლაპარაკობს ყველაფერს რაც მას პირზე მოადგება, ხოლო ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, შეუმდგარი პოლიტიკოსია, ი ბიზნესმენია და ის ცდილობს გამოიყვანოს ქვეყანა, ის ცდილობს რუსეთსაც შეურიგდეს, მან წარმომადგენელიც დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში...

- კი მაგრამ, გაცხადდა, რომ ჯერჯერობით არ აღსდგება დიპლომატიური ურთიერთობები?..

- მოიცადეთ, ამას მხარი მხოლოდ პარლამენტმა დაუჭირა, თან იყო ზეწოლა, ზეწოლა ევროკავშირიდან, ევროპარლამენტიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იცით, რომ იქ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ერთგვარი არბიტრია, მსაჯია? ის ყელა საქმეებს არკვევს.

- ანუ, როგორც გავიგე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კულისებს მიღმა ამერიკა და ევროკავშირი უშლის ხელს?

- კი უშლიან, რა თქმა უნდა უშლიან, თუმცა არის სადავო საკითხებიც, ეს ყველაზე რთული საკითხებია...

- ანუ ივანიშვილიც ერთგვარი მათი მარიონეტია, ისევე როგორც სააკაშვილი?

- მას სჭირდება, რომ გახდეს დამოუკიდებელი ფიგურა, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რადგან რა მოხდება შემდეგ არჩევნებამდე, ჯერჯერობით არავინ იცის. საჯილდაო ქვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია - რუსეთი უკან არ დაიხევს, რუსეთმა ისინი აღიარა, თუმცა მე რთულად წარმოვიდგენ ქართველს, არამარტო ეთნიკურ ქართველს, არამედ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ერის წარმომადგენელს, რომელიც აღიარებს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. მაგრამ არსებობს, როგორც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამბობს მას ყოველთვის აქვს მომზადებული ვარიანტი და შეთანხმება ყოველთვის არის შესაძლებელი. აქ არის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები...

- კი მაგრამ, როგორ გგონიათ, ვის არ უნდა ახლა შეთანხმება, რუსულ მხარეს თუ ქართულს?

- ჯერჯერობით ადრეა გარკვევა, ვის უნდა თუ არა შეთანხმება, ჩვენ უნდა დაველოდოთ საქართველოში პროცესების დასრულებას.

- ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საქართველ;ოზე - შეუძლია თუ არა საქართველოს ეკონომიკური არსებობა რუსეთის გარეშე?

- საქართველოს ძალიან გაუჭირდება, მე ვსაუბრობ პერსპექტივაზე, 100-200 წლის შემდეგ, ძალიან გაუჭურდება, რადგან რეალურად აშშ-ს საქართველოს ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ შარშანდელი თოვლი.

- ანუ ის მას დროებით იყენებს?

- რა თქმა უნდა! რომელი ქვეყანა ააყვავა ამერიკამ?

- გეთანხმებით მაგრამ საქართველომ ხომ შეძლო ეკონომიკურად რუსეთის გარეშე არსებობა 5-6 წლის განმავლობაში, ანუ შეუძლია და საქართველომ დაამტკიცა, რომ აქვს უნარი განვითარების... არ მიაწვდის რუსეთს „ბორჯომსა“ და ღვინოს... ცუდია, მაგრამ...

- რა თქმა უნდა „ბორჯომი“, ღვინო, კიტრი და პომიდორი 120-ე ადგილზე შეგვიძლია გადავიტანოთ. ეს არაა მნიშვნელოვანი, თუმცა, რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენ მოვიხმაროთ ქართული ღვინო და „ბორჯომი“ სააკაშვილის გამო? აქ საქმე სხვა რამეშია - მალე საქართველო გახდება ბანკროტი, საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას აქვს 10 მილიარდამდე ვალი, ის ამ ვალებში ევროპამ და ამერიკამ შეითრია, ხოლო ისეთ ნაბიჯებს არავინ დგამს, როგორც მაგალითად ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენი პრემიერის კუბაზე ვიზიტის დროს ამ ქვეყანას ვალების დიდი ნაწილი ჩამოვაჭერით. ასეთ ნაბიჯებს რუსეთი ხშირად დგამს.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ საქართველო?

- არ ჟრერს ლამაზად „გამოვისყიდოთ“, მაგრამ ბაზარზე უნდა შევუშვათ საქართველო და გავარკვიოთ, ვის რა უნდა. აქ მთავარი - გეოპოლიტიკაა. მე პირადად როგორც ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და თავის სამშობლოდ საქართველოს თვლის, ამავდროულად, არასდროს ვივიწყებ ჩემს ისტორიულ სამშობლოს, ძალიან ვემხრობი „ევრაზიულ კავშირის“ იდეას, საბაჟო კავშირის იდეას...

- თქვენ თვლით, რომ საქართველო შევა ამ კავშირებში?

- თუ საქართველოს უნდა გადარჩეს და დაინახოს თავისი მომავლის პერსპექტივა, თუ უნდა რომ ქართული ეთნოსი შენარჩუნდეს, ის ასე უნდა მოიქცეს.

- არსებობს თუ არა საქართველოში რუსეთისადმი დადებითი განწყობა, შეიძლება არ იყოს პრორუსული, მაგრამ რუსეთი უყვარდეს, რა სურს ქართველ ხალხს?

- უმრავლესობას უნდა რომ მიეკედლოს რუსეთს, რომ ვიზები იყოს ღია, მაგრამ ყოფილ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებდა - მათ ესმოდათ, რომ მოხდებოდა ხალხების გადაჯაჭვა, ქორწინებები. თქვენ ხომ იცით, რომ ქართველები და რუსები მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ტრადიციებით და სხვა პარამეტრებით განსხვავება არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42