რუსეთის "თავდაცვის სამინისტრო"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვის შესახებ, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა. პუტინის პროპაგანდამ მტკიცებულების სახით შესაბამისი მასალაც კი გაავრცელა და რუსეთის თავდაცვის უწყება სწორედ ამ მტკიცებულებებით გაიშიფრა.
მოგვიანებით სპეციალისტებმა მოახერხეს დაედგინათ რეალურად თუ რა ობიექტები დაიბობა რუსეთის ავიაციის მიერ.
რუსეთის მიერ გავრცელებულ მტკიცებულებაში ნაჩვენები ნაგებობები, განლაგებულია მდინარე ელ-ასადთან, ალეპოს პროვინციაში..
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულბა რუსეთის ავიაციის მოქმედებების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული ნავთობით ვაჭრობაში, პუტინი თურქეთს ადანაშაულობს, გაუგებარია რატომ ანადგურებს რეალურად რუსული ავიაცია გამწმენდ ნაგებობებს და არა ისლამური სახელმწიფოს ნავთობის მარაგებს.
პუტინის ბრალდებების საპასუხოდ, თურქეთმა განაცხადა, რომ რეალურად კონტრაბანდული ნავთობის მთავარი შემსყიდველი ასადია და ის ამას კრემლის შუამავლობით ახერხებს..
მასალის გამოყენების პირობები






