რუსეთი საბჭოთა პროპაგანდისტულ მეთოდს დაუბრუნდა - თურქეთის პრემიერი
მსოფლიო - 17:49, 03 Dec, 2015     1671
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ხელისუფლების ბრალდება იმის შესახებ, რომ თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით ვაჭრობს და აღნიშნული განცხადება საბჭოთა კავშრისდროინდელ ცრუ პროპაგანდისტულ მანქანას შეადარა.

„რუსულ პრესაში გავრცელებული და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული განცხადებები, მე პირადად ბავშვობას მაგონებს. ცივი ომის დროს არსებობდა საბჭოთა პროპაგანდა. ყოველ დღე ისინი ახალ ტყუილს იგონებდნენ, რომლისაც თავად სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ მთელს მსოფლიოს აჯერებდნენ“ - განაცხადა დავუთოღლუმ.

თურქეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ამ მეთოდებს კვლავ დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება ჯიჰადისტებთან ვაჭრობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გააჩნიათ, რომლებიც დღეს წარადგინა. უწყებან კადრები გავრცელა, სადაც სირია-თურქეთის საზღვარზე ავტომობილებისა და ტექნიკის კოლონის გადაადგილებაა ასახული, რაც მათი თქმით, თურქეთის მიერ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შესყიდვის ფაქტს ადასტურებს.

მოსკოვის მტკიცებით, ამ ვაჭრობის შედეგად მოგებას პირადად ერდოღანის ოჯახი იღებს. ბრალდებას თურქეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

თავის მხრივ, რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობ-გარიგებაში ადანაშაულებს და მტკიცებულებების გამოქვეყნების პირობას დებს. ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამდებობიდან გადადგეს, თუკი ვლადიმერ პუტინის ბრალდებებები თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენის შესახებ დადასტურდა, „წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწორი საქციელი იქნებოდა, ამ ცრუ ბრალდების ავტორებს დაეტოვებინათ თანამდებობა“ - განაცხადა ერდოღანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42