„არ მჯერა, მისი ჯაშუშობის. მას აიძულეს ეს ყველაფერი ეთქვა. ის ვინც ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი მოკლა, ვერ გადარჩება. მას იმქვეყნად გასამგზავრებელ ბილეთს მივცემთ“ - განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" მორიოგი ვიდეორგოლი გამოქვეყნა. როგორც ისლამისტები ირწმუნებიან, კადრებზე რუსი ჯაშუშია ასახული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ჯიჰადისტების თქმით, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად მეტყველებს და ვლადიმერ პუტინს ემუქრება.
„ვიცით თვქენი სისხლიანი ისტორია ავღანეთსა და ჩეჩნეთში. ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენთან შეხვედრას. რუსეთი უსაფრთხოდ არ იქნება. ჩვენ დავხოცავთ თქვენს ყველა ბავშვს, აქ მოკლული ყველა ბავშვის გამო“ - აცხადებს ჯიჰადისტი
მასალის გამოყენების პირობები






