ერდოღანი რუსეთს ISIS-თან გარიგებაში ადანაშაულებს და მტკიცებულებების გამოქვეყნების პირობას დებს
მსოფლიო - 16:51, 03 Dec, 2015     3048
რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობ-გარიგებაში ადანაშაულებს და მტკიცებულებების გამოქვეყნების პირობას დებს.

ამის შესახებ AFP იტყობინება.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მსოფლიოს ვაჩვენებთ“ - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ერთ-ერთო სირიელი ბიზნესმენის ვინაობაც დაასახელა, რომელიც რუსულ პასპორტს ფლობს. ერდოღანის თქმით, ჯორჯ ჰასვანი ერთ-ერთია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს ყიდულობს.

შეგახსენებთ, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება ჯიჰადისტებთან ვაჭრობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გააჩნიათ, რომლებიც დღეს წარადგინა. უწყებან კადრები გავრცელა, სადაც სირია-თურქეთის საზღვარზე ავტომობილებისა და ტექნიკის კოლონის გადაადგილებაა ასახული, რაც მათი თქმით, თურქეთის მიერ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შესყიდვის ფაქტს ადასტურებს.

მოსკოვის მტკიცებით, ამ ვაჭრობის შედეგად მოგებას პირადად ერდოღანის ოჯახი იღებს. ბრალდებას თურქეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამდებობიდან გადადგეს, თუკი ვლადიმერ პუტინის ბრალდებებები თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენის შესახებ დადასტურდა.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა.

რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42