ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ბრიფინგზე განაცხადა. ტონერის თქმით, მათთვის ცნობილია ის ანგარიში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა, თუმცა ამ მასალებში აღნიშნული ბრალდების დამამტკიცებელ ფაქტებს ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რუსეთმა თურქეთის ხელისუფლება ჯიჰადისტებთან ვაჭრობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გააჩნიათ, რომლებიც დღეს წარადგინა. უწყებან კადრები გავრცელა, სადაც სირია-თურქეთის საზღვარზე ავტომობილებისა და ტექნიკის კოლონის გადაადგილებაა ასახული, რაც მათი თქმით, თურქეთის მიერ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შესყიდვის ფაქტს ადასტურებს.
მოსკოვის მტკიცებით, ამ ვაჭრობის შედეგად მოგებას პირადად ერდოღანის ოჯახი იღებს. ბრალდებას თურქეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამდებობიდან გადადგეს, თუკი ვლადიმერ პუტინის ბრალდებებები თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის შეძენის შესახებ დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






