ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ თურქულ გამოცემა Haber Türk-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ერდოღანის თქმით, მთავრობა შეიარაღებულ ძალებთან და სხვადასხვა განყოფილებებთან კონსულტაციებს ჩატარებს.
„თურქეთი არ აპირებს ემოციებზე დაყრდნობით მოქმედებას, მაგალითად გავაძევოთ ქვეყნიდან ის რუსები, რომლებიც ნამოვიდნენ, შეიძენეს სახლები და აქ დასახლდნენ“ - განაცხადა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის საქციელს "არადიპლომატიური" უწოდა.
„რუსეთის პოზიცია არადიპლომატიურია. ისინი პრობლემას ემოციურად უდგებიან. დაუყოვნებლივ სანქციებზე საუბარი, კარგი არ არის. მაშინ როდესაც, რუსეთს სანქციები დაუწესეს, თურქეთს ეს არ გაუკეთებია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია“ - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქულ პროდუქციაზე უარის თქმა, სახელმწიფოსთვის „არასერიოზული გადაწყვეტილებაა.“
შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის მთავრობამ იმ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის რუსეთში იმპორტიც აიკრძალება. სიაში მოხვედრილი სოფლის მეურნეობის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა.
რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






