როგორი სამკაული მოგიტანთ წარმატებებს 2016 წელს
ეს საინტერესოა - 16:54, 02 Dec, 2015     11248
თუ გაინტერესებთ რომელი სამკაული მოგიტანთ წარმატებას კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებს 2016 წელს, აუცილებლად გაეცანით რეკომენდაციებს ამ თემასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები, როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ესა თუ ის სამკაული და წარმატებაც გარანტირებული გექნებათ. საერთოდ, მანდილოსანმა მკვეთრი წითელი ფერის სამკაული ხშირად უნდა ატაროს, რადგან ამით ის ადვილად იპყრობს ყურადღებას და მეტად არის დაცული ნეგატიური ზემოქმედებისგან. მითუმეტეს, რომ 2016 წელი, წითელი მაიმუნის წელიწადია და წითელი ფერი უნდა დომინირებეს თქვენს როგორც ჩაცმულობაში, ასევე სამკაულებში.

ვერძი: თუ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ, მკაფიო ფერის ქვებით ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემო მყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.

კურო: არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერიის ტარება.

ტყუპები: კარგია თვალშისაცემი გულსაბნევების ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მათ ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.

კირჩხიბი: წლის მანძილზე უმეტესად ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.

ლომი: უნდა ატაროთ დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდის და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

ქალწული: მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო მეტად წარმატებულს გაგხდით. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ.

სასწორი: ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ, ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებულებას შეგმატებთ.

მორიელი: აქცენტი კლასიკურ სამკაულზე უნდა გქონდეთ შეჩერებული, რადგან ეს თქვენი სტილია. თუმცა, არც თანამედროვე მოდას უნდა ჩამორჩნეთ. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.

მშვილდოსანი: არჩევანი გააკეთეთ ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულებზე. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზი, სადა ბიჟუტერია გაიკეთეთ.

თხის რქა: მეტად რომანტიკოსები ხართ. გიყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ და მას რომელიმე ცხოველის ფორმა ჰქონდეს.

მერწყული: გამოირჩევიან გემოვნებითა და მოდურობით. მათ უცნაური ფორმის სამკაულების ტარება უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის ტარება, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.

თევზები: უნდა ატაროთ პატარა ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე. ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42