1. აღწერე შენი შემოქმედება შენი ფოტონამუშევრები
ორ წელზე მეტია ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, თუმცა ხელოვნების ეს დარგი ადრეც მიზიდავდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშობიდან ვხატავ და ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიყვარს სხვადასხვა დარგში საკუთარი თავის გამოვლინება. ფოტოგრაფია დღეს დღეისობით ჩემთვის უკვე პროფესიად იქცა და საკმაოდ სერიოზულად ვარ ამ საქმით დაკავებული. ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში, ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე. ვარ დიპლომის მფლობელი. ასევე გავიარე ერთ წლინი ფოტოგრაფიის კურსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ვარ არაერთი გამოფენის და პროექტის მონაწილე, აგრეთვე საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ასოციაციის წევრი როგორც ფოტოგრაფი. რაც შეეხება ჩემს ფოტოებს, ფოტოგრფია ძალიან პერსონალური რამ არის, მასში ჩანს, ჩემი როგორც ფოტოგრაფის აღქმა სამყაროს მიმართ. იგრძნობა ჩემი სპეციფიური ხელწერა. თითოეული ნამუშევარი გადმოსცემს გარკვეულ შეგრძნებებს და ისტორიას. ჩემს პორტრეტებში ჩანს იდუმალების, შეუცნობლისკენ სწრაფვის სურვილი. სილამაზის განსაკუთრებული, ცოტა საშიში, მაგრამ არაამქვეყნიური მშვენიერების აღქმა. თითქოს პორტრეტების პერსონაჟები ამ სამყაროს მიღმა ცხოვრობენ და მათ მზერაში ამ ყოველივეს აღქმაა შესაძლებელი. თითოეული ფოტოსესია ქმნის დამოუკიდებელ ისტორიას. ჩემი შთაგონების წყარო გოთიკაა.
2. რისი თქმა და რისი ჩვენება გინდა მნახველისთვის საკუთარი შემოქმედებით?
ვცდილობ მოვიზიდო და წარმოვაჩინო მასისგან გამორჩეული სტილისა და აზროვნების ადამიანები და გავაცნო ხალხს მათი ინდივიდუალიზმი. დავამსხვრიო სტერეოტიპები. ასევე ხელი შევუწყო გოთიკური სუბკულტურის და ხელოვნების განვითარებას საქართველოში. ჩემს ფოტო-ნამუშევრებში ასახულია მათი განსხვავებული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ.
3. რამდენად არის სტერეოტიპები გამჯდარი ქართულ ფოტოგრაფიაში?
სტერეოტიპი არის ის რაც მე არ მიყვარს; პირველ რიგში ადამიანებში, ცხოვრებაში და ხელოვნებაში.
იარლიყები, კლიშეები, შტამპები - რასაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში- გარშემო მყოფ ადამიანებში, ტელევიზიებში, ხელოვნებაში ამახინჯებს ჩვენს ცხოვრებას.
თავისუფალი და მხატვრული აზროვნების გარეშე ძნელია რაიმე ახალი შექმნა.
4. რატომ მიგაჩნია ფოტოგრაფიის განვითარება მნიშვნელოვნად?
ფოტოგრაფიის, ასევე , როგორც ხელოვნები სხვა დარგების განვითარება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოებიშთვის. ფოტოგრაფია აუმჯობესებს ადამიანის ხედვას და უხვეწავს გემოვნებას ესთეტიკის აღქმნის უნარს უნვითარებს. ფოტო-კამერა გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ მრავალი ისტორიული და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ფოტოთი შეიძლება დროის წამის და მომენტის გაჩერება ფოტოსურათი არ ბერდება. ფოტოგრაფიას დიდი როლი უკავია სხვა პროფესიებშიც, ჩამონათვალი ძალიან დიდია.ფოტოგრაფია დაკვირვების და ძიების ხელოვნებაა. გამოვიყენებ ლეონარდო დავინჩის სიტყვებს: "არაფერია იმაზე სანდო, ვიდრე საკუთარი თვალით დანახული"- ფოტო იგივეა რაც საკუთარი თვალით დანახული.
5. შენი აზრით რა ძალა შეიძლება ჰქონდეს კარგ ფოტოს?
მე ვფიქრობ, რომ , კარგი ფოტო-სურათით შეიძლება უამრავი რამის თქმა, მათ შორის პროტესტის გამოხატვაც სხვადასხვა თემებთან მიმართებაში ფოტოს ხშირად ბევრად უფრო მეტის გადმოცემა შეუძლია, ვიდრე სიტყვას. მას ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგიერთი ფოტო შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში, როგოც წარსულიდან გაცოცხლებული კადრი, მოგონება, სასიამოვნო შეგრძნება და ა.შ ფოტოზე შეიძლება ისტორიული ფაქტების წარმოდგენაც და მსოფლიოსთვის მნისჰვნელოვანი მოვლენების აღბეჭვდა.
ავტორი: გვანცა დოლუაშვილი
გადადით ლინკზე და დაათვალიერეთ
დაათვალიერეთ flickr - ზე »»» www.flickr.com/photos/sandro_manson/



მასალის გამოყენების პირობები






