„როსსელხოზნადზორმა ვერ მიიღო ადეკვატური რეაქცია ბელორუსიის საკარანტინო სამსახურიდან ბელორუსიის გავლით მცენერაული პროდუქციის და ბელორუსიიდან გაყალბებული სერთიფიკატებით შემოტანილი პროდუქტის შესახებ. უწყებამ არაერთხელ მიმართა ბელორუსიის მხარეს ერთად მუშაობის წინადადებით, რათა უზრუნველგვეყო კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ლეგალური გადაზიდვა, თუმცა ჩვენი კოლეგებისგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ შესაძლოა განხორციელდეს ამ პროდუქციის აკრძალვა“- განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იქნეს რუსეთის როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის და ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ლეონიდ ზაიცევის დღევავანდელი შეხვედრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა სანქციები დაუწესა თურქეთს და ამ ქვეყნიდასნ ბოსტნეულის და ხილის შეტანაზე ემბარგო დააწესა. ემბარგოს დაწესების მიზეზი, თურქების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება გახდა, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მასალის გამოყენების პირობები






