როგორ მოვიზიდოთ ფული საფულის მიხედვით 2016 წელს - რას გვირჩევენ ასტროლოგები
ეს საინტერესოა - 20:10, 01 Jan, 2016     25416
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ როგორც ამბობენ უფულობის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად შესაძლოა არასწორად შერჩეული საფულეც იყოს. გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის ერთ-ერთი მიზეზია. მნიშვნელოვანია საფულის ფერი და ფორმა. ასევე რას ატარებთ საფულით. კარგი იქნება თუ ახალი წლისთვის ძველ საფულეს ახლით ჩაანაცვლებთ და ამასთან ერთად შეემზადებით უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად.

ვერძი: ამ ნიშნის დაბადებული ადამიანებისთვის წარმატებების და მატერიალური წყაროს გაძლიერების საწინდარია შავი, ყავისფერი, ზოგადად მიწის და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი საფულე. საფულეში კი ყოველთვის გქონდეთ ორ თეთრიანი სამი ცალი ხურდა ფული. ეს მოიზიდავს ფინანსებს.

კურო: საფულით ყოველთვის უნდა ატაროს გიშრის ქვა, რათა ის დაიცავს შურიანი და ბოტორი ადამიანის თვალისგან და ყოველთვის გარანტირებულად ქონდეს ფული. ფერებს რაც შეეხება, კარგია: ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი, წითელი ან ნარინჯისფერი საფულე.

ტყუპები: თუ გსურთ საფულეში მუდმივად გქნდეთ ფული ამისთვის სასურველია, საფულეში ყოველთვის გქონდეთ ჩინური მონეტები. რაც შეეხება საფულის ფერს, კარგია: ღია მწვანე ფერის, ბაცი წითელი ან ნარინჯისფერი.

კირჩხიბი: 2016 წელს უნდა ატაროთ მოყვითალო ფერის საფულე. რომელიც აუცილებლად ტევადი უნდა იყოს. სასურველია ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებათ. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ესე იგი, ამგავრ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი!

ლომი: წელს ფინანსურად მოგებას გპირდებათ შინდისფერი, წითელი, შავი და მწვანე ფერის საფულე, რომელსაც, აუცილებელია ცალ-ცალკე ქონდეს ხურდის და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება. კარგია თუ საფულეში ჩადებთ სამ ბრინჯის მარცვალს, როგორც მატერიალური დოვლათის სიმბოლოს და მთელი წელი ატარებთ. ასევე, კარგია თუ საფულეში სულ გექნებათ უცხო ქვეყნის ფულის კუპიურა და მას მთელი წლის განამვლობაში ატარებთ.

ქალწული: კარგია 2016 წელს, მუქი შეფერილობის საფულის ტარება. სასურველია საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, იმიტომ რომ მათი ხელოვნურობა სამომავლოდ ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემ შემოთავაზებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში. მასში თუ ჩადებთ ერთ დოლარიანს და ატარებთ, ეს კიდევ უფრო მოიზიდავს ფინანსებს.

სასწორი: აუცილებელია რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. მასში სულ უნდა გქონდეთ ხუთი ერთ თეთრიანი, რომ უფრო მეტი ფინანსები მოიზიდოთ. რაც შეეხება საფულის ფერს, სასურველია ღია ყავისფერი, შავი, ან კრემისფერი.

მორიელი: კარგია საფულით ჩინური ამულეტის ტარება, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. ფერებიდან კი მუქი წითელი, ყავისფერი ან შინდისფერი საფულე მოგიტანთ წარმატებებს ფინანსებში. გაითვალსიწინეთ, რომ საფულეში ფულის კუპიურები მუდამ სორად უნდა ჩააწყოთ და არ აურიოთ ისინი.

მშვიდლოსნი: ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა წელს უნდა ატაროს დიდი ზომის მწვანე საფულე. ხოლო, ფინანსებში წარმატების მომტანი ამულეტია, საფულის ჯიბეში ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს გააჩნიათ უნარი საკმაოდ სოლიდური თანხა მოიზიდონ თქვენკენ.

თხის რქა: 2016 წელს უნდა ატაროს წითელი, მწვანე ან ოქროსფერი საფულე. ასევე, კარგია თუკი საფულით ატარებთ სიმბოლურად ერთ დოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ ფული აქტიურად მოიზიდოს.

მერწყული: ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს ნატურალური ტყავისგან დამზადებულ საფულე. ფული კი საფულეში იერარქიული პრინციპით უნდა განლაგდეს. ჯერ მსხვილი, შემდგომში კი წვრილი კუპიურები. არასოდეს ამოასუფთაოთ პირწმინდად საფულე! დატოვეთ თუნდაც ხურდა ფული მასში. უმჯობესია საფულე იყოს შავი ან მუქი ყავისფერი.

თევზები: წელს უნდა ატროთ მკვეთრი ფერის, თვალშისაცემი საფულე, რომელშიც ჩადებთ, საუკეთესო მეგობრის, მეკვლის ან საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარ რაიმე ნივთს, თუნდაც ხურდა ფულს. ქაღალდის ნებისმიერი კუპიურა, კარგად უნდა გაასწოროთ საფულეში მოთავსების წინ. დაჭმუჭნულ-ჩაკუჭულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. აუცილებლად გაათავისუფლეთ საფულე სხვადასხვა ტიპის ზედმეტი ქაღალდებისგან, რადგან ფული არ მოდის იმ საფულეში, რომელიც სავსეა ძველი ქვითრებით, ქაღალდზე მიწერილი ტელეფონის ნომრებით და სხვა ტიპის უსარგებლო ქაღალდები.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42