დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი ვარაუდობს, რომ პარიზის მსგავსი ტერაქტების მოწობა ადვილად შესაძლებელია ლონდონსა და გლაზგოში. ეს განცხადება მან Sunday Telegraph-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით შეიძლება და იგი ცდილობს ბრიტანელი პარლამენტარებისაგან მიიღოს თანხმობა ტერორისტების წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელების საკითხში. აღნიშნული კენჭისყრა შესაძლოა მოიმავალ კვირას გაიმართოს.
"საფრთხე, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ემუქრება ძალზედ სერიოზულია. ჩვენ დროზე უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები და დავარტყათ მათ," - აცხადებს მინისტრი.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება ლეიბორისტული ფრაქციისა და მისი ლიდერის ჯერემი კორბინის პოზიცია, რადგან მათ შეუძლიათ ჩააგდონ ეს კენჭისყრა, აღნიშნა მინიტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






