თურქეთის ქალაქ სურში მოკლეს ქურთი ეროვნების ადვოკატი ტახირ ელჩი. მკვლელობა ქუჩაში პოლიციასა და დაუდგენელ ბოევიკებს შორის ატეხილი სტროლის დროს მოხდა. მოკლულია აგრეთვე ერთი პოლიციელი.
ვარაუდობენ, რომ ადვოკატის მკვლელობა პოლიტიკური მოტივებით მოხდა, რადგან ელჩი არაერთხელ გამოდიოდა ქურთ სეპარატისტებსა და თურქეთის სამართალდამცავებს შორის მშვიდობის დამყარების მოწოდებით. მიუხედავად ამისა. მას ხელისუფლება ქურთისტანის მუშათა პარტიასტან კავშირში ადანაშაულებდა.
ქურთმა მოსახლეობამ მკვლელობას დაგეგმილი უწოდა და მასიური გასმოსვლები მოაწყო სტამბულში, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
თურქეთის პრემიერ-ინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ტახირ ელჩის მკვლელმა საკადრისი პასუხი აგოს კანონის წინაშე.
მასალის გამოყენების პირობები






