19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასაკობრივი ჯგუფებისთვის
საზოგადოება - 23:13, 18 Mar, 2013     1598



15-დან 25 წლამდე:

 

 


ვერძი: დღეს აქტიური და ენერგიული იქნებით. კარგი დროა ფიზიკური აქტივობების შესასრულებლად. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან ურთიერთობა მოგიწევთ. წარმატება გელოდებათ ბიზნესში.

 

კურო: წინ ენერგიული დღე გელოდებათ. გამოიყენეთ მოცემული შანსი და წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. მოგიწევთ უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა.

 

ტყუპები: წინ პოზიტიური დღე გელოდებათ. ინტუიცია და გამოცდილება სწორი მოქმედების გზას გიჩვენებთ. ადვილად გადაიტანთ დატვირთვას.

 

კირჩხიბი: თუ წინასწარ გათვლით მოსალოდნელ შედეგებს, თქვენი შრომა გაცილებით ეფექტური იქნება. დღეს დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიებას დაიწყებთ. ასევე, მოსალოდნელია ფიზიკური დატვირთვა.

 

ლომი: დღეს წინ მნიშვნელოვანი ღონისძიება გელოდებათ. საქმიანობაში სპონსორობას და სხვა სახის დახმარებას ახლობლები გაგიწევენ. მოსალოდნელია ძველ მტრებთან შერიგებაც.

 

ქალწული: ნებისმიერ საქმიანობაში ყურადღება მიაქციეთ ყოველივე დეტალს. თუ ხართ კომპანიის მმართველი ან მენეჯერი, უკეთესად შეისწავლეთ თქვენი თანამშრომლების შრომის პირობები და ხელფასის ოდენობა.

 

სასწორი: დღეს არ არის სასურველი საკუთარი აზრისა და იდეების განვითარებაზე ზრუნვა. ამისგან მაინც არაფერი გამოგივათ და პირიქით, უარყოფითი შედეგი დეპრესიულ ხასიათს გამოიწვევს. ეცადეთ მიჰყვეთ დინებას და ზედმეტი არაფერი მოთხოვოთ საკუთარ თავს.

 

მორიელი: მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვნებით ხართ დაღლილი და რაიმე ახალს ელით თქვენს ცხოვრებაში, დღე მაინც დაძაბული სამუშაო დღე და რუტინა გელით. ეს განაპირობებს თქვენს ნერვულ აშლილობას და მის სამკურნალოდ, საუკეთესო ვარიანტი საღამოს საათების მეგობრების წრეში გატარებაა.

 

მშვილდოსანი: მიზანსწრაფულობა ნამდვილად კარგი თვისებაა, მაგრამ არავითარი მიზნის დასახვა არ ღირს, თუ წინასწარ არ იცით რა შედეგს მოგიტანთ იგი. იმედის გაცრუებამ კი შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს .

 

თხის რქა: კარგი იქნება თუ დღეიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს დაიწყებთ. ამასთნავე საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზეც დაიწყეთ ზრუნვა და მოეკიდეთ სპორტის გარკვეულ სახეობებს. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ თავს ცურვაში გამოსცდით.

 

მერწყული: დღე ღიმილით დაიწყეთ, ეცადეთ უარყოფით ამბებს მთელი დღის გაფუჭების საშუალება არ მისცეთ. პრობლემებს მარტივად შეხედეთ და მათ მოსაგვარებლად მარტივი გზები ეძებეთ.

 

თევზები: ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ და თქვენს შინაგან სამყაროს მიხედოთ. ამის საფუძველზე, დღე დადებითად წარიმართება. დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემდეგ, ეცადეთ დღე მეგობრების წრეში განაგრძოთ.

 

25-დან 40 წლამდე:

 


ვერძი: დღეს მოვლენები თქვენს სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ სახლში უმოქმედოდ არ დაჯდებით და შეეცდებით სათანადოდ გამოიყენოთ ყველა მოცემული შესაძლებლობა.

 

კურო: დიდი ყურადღებით მოეკიდეთ იურიდიულ დოკუმენტებს. მაღაზიაში გამყიდველის რჩევები გაითვალისწინეთ, კონსულტანტი თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. შესაძლოა, დღის ბოლოს ექიმთან ვიზიტი მოგიწიოთ.

 

ტყუპები: დღეს ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან, ან თანამშრომლებთან. საქმიანობაში დამხმარე დაგჭირდებათ.

 

კირჩხიბი: თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ თქვენს შინაგან ხმას. თუ ცუდი მძღოლი ხართ, ვარსკვლავები დღეს საჭესთან დაჯდომას არ გირჩევთ, ვინაიდან, საგზაო საცობებმა შეიძლება სრულ ისტერიკამდე მიგიყვანოთ.

 

ლომი:დღეს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დაგიფასებენ. ვარსკვლავები საღამოს გატარებას მეგობრების წრეში გირჩევენ. კრიტიკულ სიტუაციებში თავს უსარგებლო არგუმენტებით ნუ გაიმართლებთ.

 

ქალწული: კარგი იქნება თუ მოზღვავებულ აგრესიას შეიკავებთ და თავს აარიდებთ უთანხმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორთან სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწევთ.

 

სასწორი: არ დაკარგოთ თვითკონტროლი იმ გამაღიზიანებელი სიახლეებისათვის, რომლის მოსმენაც აუცილებლად მოგიწევთ. დღეს შესაძლოა ახალი ამბის მხოლოდ ნაწილი გახდეს თქვენთვის ცნობილი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ დანარჩენ სიახლეებსაც დაელოდებითდ და ცივ გონებაზე არ იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.

 

მორიელი: დღეს თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ახლობლებს საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები გაუზიაროთ. მათი რჩევები სწორი არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასევე კარგი იქნება სანამ ნაბიჯს გადადგამთ, მანამდე კარგად თუ დაფიქრდებით, არ ინერვიულოთ წინასწარ შედეგებზე, დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებით განვითარდება

 

მშვილდოსანი: რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს ეს ყოველივე, გახსოვდეთ, რომ დღეს საკუთარი თავი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. თქვენ ყოველთვის გარშემომყოფების პრობლემების მოგვარებით იყავით დაკავებული და მათი მდგომარეობა თქვენთვის უპირველესი იყო, ახლა კი დროა ასეთ სიტუაციებზე უარი თქვათ. კარგი იქნება თუ გამონახავთ გარკვეულ ფინანსებს და მხოლოდ საკუთარ თავს მოახმართ. მოიწყვეთ დასვენება და საკუთარი თავისთვის რაიმე სასიამოვნო გაიმეტეთ.

 

თხის რქა: სასწრაფოდ გესაჭიროებათ დასვენება. დასვენებაში კი ხანგრძლივი შვებულება იგულისხმება. შესაძლოა ეს არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკუთარი თავისთვის თავისუფალი დროის გამოყოფა აუცილებლად უნდა შეძლოთ.

 

მერწყული: თქვენ ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობთ კარიერული წინვლის მიღწევას და ამის საფუძველზე საკუთარი პირადი ცხოვრება გავიწყდებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად განვლოთ დღევანდელი დღე და დღის ბოლოს თავს შეუდარებლად იგრძნობთ.

 

თევზები: ეცადეთ საკუთარ თავს მობილიზება გაუკეთოთ. დეტალებსა და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და არც დიდი ყურადღება დაუთმოთ მათ. მთავარია დაკისრებული მოვალეობები ხარისხიანად შეასრულოთ და დღე წარმატებით განვითარდება თქვენთვის.

 

40-დან 65 წლამდე:

 


ვერძი: დღეს თანამოაზრის მონახვა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები სიტყვით გამოსვლას არ გირჩევენ. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის.

 

კურო: რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში მხოლოდ თქვენი საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება დაგეხმარებათ. პატარა წარმატებაც კი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

ტყუპები: გაითვალისწინეთ, გარშემომყოფებისადმი ზედმეტ ნდობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. მოვლენების პროგრესულ განვითარებას მცდარი ინფორმაცია შეუშლის ხელს.

 

კირჩხიბი: ნუ აყვებით ემოციებს. თავი აარიდეთ პესიმისტურ განწყობასა და იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს განწყობაზე უარყოფით გავლენას ახდენენ.

 

ლომი: დღეს ზედმეტად კრეატიული იქნებით. დიდი ალბათობაა, რომ მეგობრების რჩევებმა შეცდომაში შეგიყვანოთ.

 

ქალწული: დღეს მოვლენებს არაადექვატურად შეაფასებთ, ეს კი თქვენი ემოციურობის ბრალი იქნება. საღამოს სექსუალური კავშირისადმი ინტერესის გაზრდაა მოსალოდნელი.

 

სასწორი: დღეს კონკურენტები თქვენთან დიალოგის წამოწყებას შეეცდებიან. ყველაზე დამოუკიდებელი თანამოსაუბრის მოსყიდვას თქვენი განათლების, დიპლომატიურობისა და კომუნიკაბელურობის წყალობით შეძლებთ.

 

მორიელი: რუტინულ სამუშაოს მარტო ნუ შეუდგებით. კონსულტაციისათვის გამოცდილ ადამიანებს დაუკავშირდით. შესაძლოა, ძვირადღირებულ მომსახურებასაც მიმართოთ.

მშვილდოსანი: სასიყვარულო ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდება. კარგი დღეა გამოფენისა და პრეზენტაციის გამართვისათვის.

 

თხის რქა: რუტინული სამუშაო დღეს ოჯახური მოვალეობების შესრულება დაერთვება. ნუ დაივიწყებთ ოჯახს. შესაძლოა, რომელიმე ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს.

 

მერწყული: დღეს კონკრეტული მიზნის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგიხდებათ. ხანმოკლე მოგზაურობისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. წინ სასიამოვო სიურპრიზი გელოდებათ.

 

თევზები: თუ არ გსურთ ძველი შეცდომების გამეორება, უკან ნუ მიიხედავთ. დაისახეთ ახალი მიზნები. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ გულწრფელობა, კეთილსინდისიერება და კეთილგანწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42