ამის შესახებ ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში ისაუბრა.
„ისინი ახლა განსაცდელში არიან. არც პრეზიდენტმა, პრემიერმა და გენშტბმა არ იცის, რა მოხდება. მე მათ ადგილას გამანადგურებელი დარტყმის შემეშინდებოდა. თურქეთის პრეზიდენტის ერთი უგუნური ქმედება და შესაძლოა, ქვეყანამ საერთოდ აღარ იარსებოს“ - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
"ის შეიძლება განადგურდეს ბირთვული რაკეტით, სტამბოლის განადგურება ძალიან ადვილია: მხოლოდ ერთი ატომური ბომბი სრუტეში და მორჩა. ისეთი საშინელი წყალდიდობა იქნება, წყლის დონე 10-15 მეტრს მიაღწევს და ქალაქიც აღარ იარსებებს, იქ კი 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“ - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატოს წევრი ქვეყნები ამ ყველაფერში არ ჩაერევიან, რადგა არ სურთ „ბირთვული ცეცხლით განადგურდნენ“ . რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა დასძინა , რომ დღეს თურქეთი რუსეთისთვის ნომერ პირველი მტერია.
მასალის გამოყენების პირობები






