ჰონ კონგში ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იან წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა ლო ვეის „დიდი ბოსი“ (1971) და „მრისხანების მუშტი“ (1972), „დრაკონის გზა“ (1972) რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრიუს ლი, უორნერ ბრაზერსის „დრაკონის გამოსვლა“ (1973), „სასიკვდილო თამაში“ (1978) რეჟისორი რობერტ კლოუზი.
თაობების კერპი ბრუს ლი 1973 წლის 20 ივლისს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის ახალი ფილმის სცენარზე სასაუბროდ ერთ-ერთი მსახიობის სახლში იმყოფებოდა, როცა თავი ასტკივდა და ტკივილგამაყუჩებელი დალია, წამლის მოქმედების შედეგად ჩაეძინა. მისი გაღვიძება ვერც მეგობრებმა და ვერც ექიმებმა ვერ შეძლეს. საავადმყოფოში გადაყვანისას კი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებზე გამომძიებელმა სარწმუნო ვერაფერი თქვა, ექიმებმა კი 5 სხვადასხვა ვარიანტი დაასახელეს. გაკვეთამ აჩვენა, რომ მას ცერებრალური ედემა სჭირდა (ალერგიის მიზეზით ტვინი შეშუპდა და თავის ქალას მიაწვა). მაგრამ ედემა რამ გამოიწვია, ეს უცნობი იყო. საბოლოოდ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სწორედ ტკივილგამაყუჩებელის მიერ გამოწვეული ალერგია დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები






