"ჩვენ არ დავნებდებით არც შიშს და არც სიძულვილს, ჩვენი ერთიანობით და მრავალფეროვნებით გავიმარჯვებთ"
მსოფლიო - 16:05, 27 Nov, 2015     1092
პარიზში ინვალიდების სასახლის ეზოში 13 ნოემბრის მსხვარპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონია გაიმართა, რომელსაც პარიზის 13 ნოემბრის სისხლიან პარასკევს დაღუპულთა დაშავებულთა ახლობლებიც ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის მსხვერპლთა ოჯახის წევრების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ტერაქტების ღაქმეს მომუშავე საპატრულო და სასწრაფო დახმარების სამსახურების თანამშრომლები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიმართა და საფრანგეთისთვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარასკევი 13 ნოემბერი, ეს არის დღე რომელსაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, დღეს მთელი ერი ტირის მსხვერპლს, 130 წარმთმეულ სიცოცხლეს. 130 სიცილს, რომელსაც ჩვენ ვეღარასდროს გავიგონებთ. მე მინდა მხოლოდ გითხრათ, რომ საფრანგეთი იქნება თქვენს გვერდით, გპირდებით რომ მკვლელები განადგურდებიან. ტერორისტები ეცადნენ ის თაობა გაენადგურებინათ, რომელთა თავისუფლებაც, ჰარმონიაც, მუსიკაც მათთვის აუტანელი იყო. მიუხედავად ცრემლებისა ეს თაობა გახდა საფრანგეთის სახე. ტერორისტები მათ ვერ გააჩერებენ, ჩვენ გავამრავალფეროვნებთ ჩვენ მუსიკას, ჩვენ კონცერტებს ჩვენ გავაგრძელებთ სტადიონებზე სიარულს. ჩვენ არ დავნებდებით არც შიშს და არც სიძულვილს. ეს სპონტანური შეკრებები, ადამიანები რომლებიც მღერიან მარსელიოზას, ეს პატრიოტიზმი არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის, ჩვენი გამძლეობის იმ დარტყმების მიმართ რომელიც ჩვენ განვიცადეთ. მტერს ჩვენ არა მარტო იარაღით არამედ ჩვენი დემოკრატიითაც დავამარცხებთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოლიციის, ჯანდარნერიის , კანონის იმედი გვქონდეს. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ საფრანგეთის იდეის ერთგულებით, რაც ცხოვრების ხელოვნებას, ერთად ყოფნის მძაფრ სურვილს, მრავალფეროვნებას გულისხმობს, ჩვენ არ შევიცვლებით, ჩვენ ვიქნებით ერთიანი“- განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.


ნინო ზედგენიძე







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42