"ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისათვის შექმნილ კოალიციასთან, მაგრამ მსგავსი ინციდენტები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და გაფრთხილებთ, რომ თუ მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდა, ჩვენ არ გვჭირდება თანამშრომლობა არცერთ კოალიციასა თუ ქვეყანასთან" - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა თურქეთის საქციელს ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევამდე რუსეთი თურქეთს მეგობრად თვლიდა.
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






