ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება.
გამოცემა გამოძიებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერაქტებამდე ერთი კვირით ადრე ტერორისტებმა იარაღი ვინმე 34 წლის საშა ვ.-ს ბადენ-ვურტემბერგში შეუკვეთეს.
„ბილდის“ ინფორმაციით, საუბარია ჩინური წარმოების კალაშნიკოვის ორ ასლსა და იუგოსლავური წარმოების „ზასტავაМ70“-ზე. სავარაუდოდ, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ადამიანები, სწორედ ამ იარაღებიდან დაცხრილეს.
გამოცემა იტყობინება, რომ საშა ვ. გასულ კვირას ერთ-ერთი რეიდის შედეგად დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 16 იარაღი.
შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






